ნებულას სიახლეები: ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება კიდევ უფრო სახალისო გახდა
რა გახსენდებათ სიტყვა აბიტურიენტობაზე? სავარაუდოდ, კარგი არაფერი. წერისგან ნატკენი თითის ბალიშები, ცუდი კვება, მასწავლებლიდან მასწავლებელთან გადარბენა, გათენებული ღამეები და მიგდებული ბოლო წელი სკოლაში - ასეთია კლასიკური აბიტურიენტობა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ყველაფერი დროებითია. პროგრესი ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებელი სისწრაფით აღწევს ჩვენს ცხოვრებაში და ერთ დღესაც გამოცდებისთვის მომზადება სულაც აღარ იქნება ისეთი სტრესული, როგორიც ახლაა. ყოველ შემთხვევაში, ციფრულ პლატფორმა ნებულას შემქმნელებს სწორედ ეს მიზანი ამოძრავებთ - მეცადინეობას ყველაზე შემაწუხებელი ნაწილები მოაშორონ და აქცენტი იმ აღტაცებაზე გააკეთონ, რომელიც ახალი რამის შესწავლას ბუნებრივად მოსდევს.
ნებულა სხვადასხვა გამოცდილებისა თუ ინტერესების მქონე ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული ციფრული სტარტაპია, რომელიც 2016 წელს გამოჩნდა. (შეიძლება, ნებულას გუნდს იმ ვირუსული ვიდეოთი იცნობდეთ, სადაც ჯაყოს ხიზნების სიუჟეტი სიმღერითაა გადმოცემული). ამ პლატფორმის მეშვეობით აბიტურიენტებს საკუთარი ცოდნის შემოწმება და გამოცდებისთვის მომზადება შეუძლიათ. სახალისო ვიდეოლექციები, ათასობით საავტორო ამოცანა და სიმულაციური ტესტები ის "იარაღებია", რომელთა გამოყენებაც მაღალი ქულების მიღებაში დაგეხმარებათ.
სანამ ნებულას სამომავლო გეგმებზე მოგიყვებოდეთ, ერთ რამესაც გეტყვით: ინტერნეტის საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით, ეს პლატფორმაც საყოველთაო და სახალხოა. თუ რამდენიმე წლის წინ მაღალი ქულების ასაღებად აბიტურიენტი აუცილებლად თბილისში და აუცილებლად ძვირადღირებულ პედაგოგებთან უნდა მომზადებულიყო, ნებულას გამოჩენამ თამაშის წესები სამართლიანობისკენ შეცვალა. განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა და გამოცდებისთვის მოსამზადებელი ბიუჯეტისა, ყველა აბიტურიენტს შეუძლია, ონლაინ ჩაუჯდეს სასწავლო მასალებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მომზადებული გავიდეს. საჯარო განათლების მომავალი აუცილებლად ციფრულია და ეს თანამედროვე აბიტურიენტებმაც კარგად იციან.
ახლა კი გადავიდეთ სიახლეებზე
1. კიდევ უფრო გამარტივებული რეგისტრაცია
როცა შენი მიზანი ისაა, რომ საიტზე არსებულ მასალასთან რაც შეიძლება მალე მიხვიდე და თანაც, ახალგაზრდულად მოუთმენელი ხარ, რეგისტრაციის პროცესმა დიდი დრო არ უნდა წაგართვას. nebula.ge-ზე რეგისტრაცია კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებლის სახელს თავად საიტი მოგიფიქრებთ, ელ-ფოსტის მითითებისა და საფოსტო ყუთის შემოწმების ნაცვლად კი მხოლოდ კოდის გაგზავნა მოგიწევთ მესენჯერის დახმარებით. კოდს ჩატბოტს გაუგზავნით და ჩატბოტი მიხვდება, რომ თქვენ თქვენ ხართ და ის - ისაა. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, სწავლა-განათლებას შეუდგეთ.
"ამ ერთი შეხედვით მარტივ გამოსავლამდე ლოგიკურად მივედით. რეგისტრაციისას ელ.ფოსტის გადამოწმების ნაწილი ძალიან მოსაწყენია, თუმცა მის ალტერნატივაზე არავინ ფიქრობს. ელ-ფოსტის მოთხოვნა საიტებს ორი რამისთვის სჭირდებათ: მომავალში რომ გვეკონტაქტონ და ბევრი ექაუნთი რომ არ შევქმნათ. ამ ორი ფუნქციის შეთავსება Messenger-საც შეუძლია, თან უკეთესი მედიუმია და ვერიფიკაციისთვისაც უფრო სანდო. ჰოდა გადავწყვიტეთ, ჩაგვენაცვლებინა. აქამდე არსად არ უქნიათ, რაც გვაეჭვებს, რომ რაღაც უეჭველი გვეპარება, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ვამაყობთ ჩვენი ბოტით. ფეხიც ადრე აიდგა, ლაპარაკიც ადრე დაიწყო. თან სად ყველასთან ერთნაირი მეილების გზავნა და სად - ჩატბოტი", - ამბობს ნებულას გენერალური დირექტორი გიორგი ჭილაია.
რაც შეეხება ბოტს:
2. შმებულა
ჩატბოტი შმებულა ჩვეულებრივი ბოტი არ გეგონოთ, ის თქვენი ციფრული თანამგზავრია ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. ის არა მხოლოდ აანალიზებს თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, არამედ იმასაც გახსენებთ, რომ აგერ უკვე სამი დღეა, უსინდისოდ ზარმაცობთ. რაკი მორალის კითხვა არავის უყვარს, შმებულა ორიგინალურ გზას პოულობს თქვენთვის მოტივაციის გასაღვიძებლად. თუ მაგალითად, ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანის?!" შესწავლისას აიღეთ პაუზა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდით, ჩატბოტმა შეიძლება მოგწეროთ, რომ ლუარსაბი და დარეჯანი თქვენს გადამწყვეტ სიტყვას ელოდებიან იმასთან დაკავშირებით, ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა, ხოლო თუ უნარების ტესტებს წაუყრუეთ, შმებულა თქვენთვის ყველაზე საყვარელი ტიპის ამოცანის ამოხსნას შემოგთავაზებთ.
3. სწავლა + გავლა
გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, თავაუღებლად სწავლა სულაც არაა შედეგიანი. დროდადრო განტვირთვა ანუ სწავლის პარალელურად გავლა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ამიერიდან აბიტურიენტები, რომლებიც ნებულას დახმარებით ბეჯითად მეცადინეობენ, ტესტებში ჩამალულ საჩუქრებს აღმოაჩენენ. ეს შეიძლება იყოს კინოს ბილეთები ან ფასდაკლება სხვადასხვა პროდუქციაზე. ასეთი შეთანხმება ყველასთვის მომგებიანია: ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ბიზნესებს კიდევ ერთი შეხების წერტილი უჩნდებათ საკუთარ აუდიტორიასთან, აბიტურიენტებს კი მოტივაცია ემატებათ, უფრო დიდხანს და დაკვირვებით იმეცადინონ.
განახლებული საიტის პრეზენტაციაზე სცენა დაეთმოთ ასევე ნებულას დონორებსა და პარტნიორებს:
ამერიკის საელჩოს, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
გაგვიმხილეს კიდევ ერთი სიურპრიზიც: სრულიად უფასო და სრულიად სახალისო კურსი ფიზიკაში, რომელსაც გენიალური ილუსტრაციებიც ერთვის.
ვნახოთ, როგორი იქნება ამ გონიერი პლატფორმის მომავალი და შეძლებს თუ არა ნებულა, ყველას დაუმტკიცოს, რომ #სწავლა_ასწორებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა




კომენტარები