ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კომედიური ჟანრის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, არ დასტურდება. On.ge-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია "გაუგებრობაა".

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კახა კალაძე მხატვრულ ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებდა Business Media - მ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მხატვრული ფილმის სახელწოდება "დავიწყებული მელოდიაა".

"ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში - საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში ფილმის პრეზენტაციაზე.

On.ge-ს კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ ფილმს საქართველოში ნამდვილად იღებენ, თუმცა კახა კალაძის თამაშთან დაკავშირებით მხოლოდ ინიციატივა არსებობდა.