ქალაქი მოჩვენება, რომელიც ქვიშაში უჩინარდება
ფრანგმა ფოტოგრაფმა, რომინ ვილონიმ რამდენიმე წლის წინ ნამიბიის უდაბნოში, განსხვავებული შთაბეჭდილებების მისაღებად იმოგზაურა. ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობის დროს, შესაძლებლობა მიეცა, უდაბნოს შუაგულში გაშენებული, ქალაქი მოჩვენება, ქოლმენსკაფი გადაეღო.
1908 წელს, გერმანელებმა აქ ალმასი აღმოაჩინეს და სულ მალე ქალაქიც გააშენეს, სადაც 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა და ძვირფასი თვლების მოსაპოვებლად, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი ალმასის ღირებულება დაეცა და გაღარიბებული ქოლმენსკაფის მცხოვრებლებმა ქალაქის მიტოვება დაიწყეს. 1954 წელს აქ უკვე აღარავინ ცხოვრობდა.
მიტოვებულ ტერიტორიაზე, რომეინმა ყოფილი საავადმყოფოს, სურსათის მაღაზიის, საცხობის, სკოლის, კაზინოს, საწარმოებისა და სპორტული დარბაზის შენობები აღმოაჩინა.
ნახეთ შთამბეჭდავი ფოტოები, რომელიც ქვიშაში ნახევრად გაუჩინარებულ ქალაქ მოჩვენებას ასახავს:
კომენტარები