ოთო კახიძე სააკაშვილის შეთავაზებაზე: ევროპულ საქართველოს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს არჩევნების მიმართ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე აცხადებს, რომ მათ პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს არჩევნების მიმართ.
ოთო კახიძე, მმართველი ძალის დასამარცხებლად გაერთიანებაზე, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს:
"მნიშვნელოვანია, რომ ხალხს არ მოვუსპოთ არჩევნების რწმენა, არ ვუთხრათ, რომ არჩევნებს აზრი არა აქვს, რომ შულერს არ უნდა მიუჯდე, რომ მაინც გააყალბებს, რომ არსებობს ხელისუფლების შეცვლის რაღაც სხვა სცენარი, გარდა არჩევნებისა. ამგვარი დამოკიდებულება თესავს უიმედობას, ქადაგებს უძლურებასა და უსუსურობას, რაც, საბოლოო ჯამში, უხანგრძლივებს ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკურ სიცოცხლეს".
ოთო კახიძე წერს, რომ პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება:
"საბოლოოდ 2020-ში უნდა გავისტუმროთ ივანიშვილის ხელისუფლება, დემოკრატიულად, არჩევნების გზით".
ევროპული საქართველოს წევრის თქმით, პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ამოცანაა, ამომრჩეველთა იმ რაოდენობის მობილიზება, რომ უკანონო გზებმაც ვეღარ უშველოს ხელისუფლებას:
"ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ქუჩას, სუსს, მოსყიდვას დაშინებას და სხვა უკანონო მეთოდებს. ევროპული საქართველო ახალი პარტიაა, არჩევნებში შარშან გამოვედით, დასაწყისისთვის კარგი შედეგიც ვაჩვენეთ, ახლა - ხონსა და ვანში ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩეველთა დაახლოებით 40%-მა, რაც 2016-17 წლებზე უკეთესი შედეგია. ეს გამოტოვებული არჩევნები იყო, რომელზეც ხელისუფლების ცვლილება არ წყდება, ამიტომ ოპოზიციური ელექტორატის გამოყვანა ძალიან რთულია. ამას თან ერთვოდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პროცესის ბოიკოტირება და ძახილი, რომ არჩევნებს აზრი არა აქვს".
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საქართველოს კანდიდატს, გიგი უგულავას, თანაპარტიელებთან ერთად მასთან გაერთიანება შესთავაზა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია "შულერების მაგიდას" არ უნდა მიუჯდეს კარტის სათამაშოდ:
"ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ. სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში".
28 აპრილს რამდენიმე რვა ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შეხვდა. მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები