რომან გოცირიძე: ხელისუფლებასთან დაახლოებული საბანკო სისტემა საქართველოს საფრთხეს უქმნის
ფოტო: On.ge
ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე საბანკო განაკვეთზე ზედა ზღვარის დაწესებას და რეგულაციებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ საქართველოს საბანკო სისტემას "კონკურენცია გადაარჩენს".
ამის შესახებ რომან გოცირიძემ On.ge-ს მიხეილ სააკაშვილის განცხადებების საპასუხოდ უთხრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს ბანკების არაპროფილურ ბიზნესებში შესვლა. გადავადებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად უნდა შემცირდეს. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთზე.
"საბანკო განაკვეთების პრობლემას თავისუფალი კონკურენცია, დაბალი პროცენტები და უცხოური ინვესტიციების შემოსვლა მოაგვარებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დეპუტატის განმარტებით, ყველაფერი, რის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, პარტიის სავარაუდო გეგმებია და ზუსტ სამოქმედო ნაბიჯებს მას შემდეგ გაწერენ, რაც საბანკო ვალების ანალიზს დაასრულებენ.
"გზებზე ჩვენ ცალკე ვიმსჯელებთ, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი არის ანალიზი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მოვალეთა რეესტრშია, ვიცით ვადაგადაცილებული ვალები, მაგრამ არ ვიცით მათი ანატომია. ჩვენ შევისწავლით საბანკო ვალების სტრუქტურას, ვალების მქონე ადამიანების ფინანსურ და სხვა სახის მდგომარეობას, გავაკეთებთ ანალიტიკურ დასკვნას და შემდეგ გადავწყვეტთ, რა გზებით უნდა იყოს მოგვარებული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად მონოპოლიზებული და პოლიტიკური გახდა.
"სახიფათო ვითარებაა, საბანკო სექტორში კონკურენცია შემცირდა. დიდი დარტყმა იყო, როგორც საფინანსო სექტორისთვის, ისე ქვეყნისთვის სოსიეტე ჯენერალის საქართველოდან გასვლა, ვინაიდან საქართველოში ამ რანგის ინვესტორი არ ყოფილა. ბანკი ქართუ, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, ვაკის პარკთან პატარა ჯიხური იყო, დღეს საბანკო გიგანტად გადაიქცა. თიბისი, საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ და ლიბერთი არის საქართველოს საბანკო სისტემის 85%. საბანკო სისტემა, რეალურად, ივანიშვილის ირგვლივაა კონცენტრირებული", - განაცხადა რომან გორიციძემ.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული საბანკო სისტემა პოლიტიკურად, საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები