სინთეტიკური ნარკოტიკით აშშ-ში 94 ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, 2 გარდაიცვალა
აშშ-ში, სიცოცხლისთვის სახიფათო სინთეტიკური ნარკოტიკით, ე.წ "ბიოთი", 94 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მათგან ორი გარდაიცვალა. შემთხვევების უმრავლესობა 10 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით დაფიქსირდა. პაციენტების უმრავლესობას აუხსნელი მიზეზით გამოწვეული სისხლდენა აღენიშნებოდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ თითოეული შემთხვევა ე.წ. "ყალბი კანაფის", იგივე სპაისის მოხმარებას უკავშირდებოდა. პაციენტების უმრავლესობა, 89 ადამიანი, ილინოისის შტატიდანაა. ორი შემთხვევა დაფიქსირდა ინდიანაში, თითო-თითი კი მერილენდში, მისურსა და ვისკონსინის შტატებში.
ე.წ "ბიოს" მოხმარების შედეგად გარდაცვლილი ორივე პაციენტი ილინოისის შტატიდანაა.
სინთეტიკური კანაბინოიდი, იგივე "ბიო", ფსიქოტროპული ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ლაბორატორიებში ამზადებენ. მათი გაყიდვა ფხნილისა და გამოშრობილი, დაჭრილი მცენარის სახით ხორციელდება. მომხმარებლები მას სხვადასხვანაირად მოიხმარენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდი კანაფის მსგავსად მოწევაა. მწარმოებლები მას სხვადასხვა ბრენდის სახელით ახარისხებენ, როგორიცაა Spice, K2, Joker, Black Mamba, Kush და Kronic-ი.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სინთეტიკური ნარკოტიკების მინიმუმ სამი სახეობა ბროდიფაკუმს, ვირთხის საწამლავ ნივთიერებას შეიცვას. აღნიშნული ნივთიერება 94-დან, სულ მცირე, 18 პაციენტს უკვე დაუდგინდა.
"ამ სინთეტიკური ნარკოტიკის შესასწავლისას, ჩვენი მთავარი ჰიპოთეზაა, რომ სინთეტიკური კანაბინოიდი შერეული იყო ბროდიფაკუმთან", - ნათქვამია აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
კავშირი ტერორიზმთან
ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რასტი პეინი ფიქრობს, რომ სინთეტიკური ნარკოტიკების გავრცელებას ტერორიზმთან აქვს კავშირი.
აშშ სინთეტიკური ნარკოტიკების პრობლემას პირველად 2006 წელს წააწყდა და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. 2012 წელს აშშ-ს მთავრობამ მიიღო სინთეტიკური ნარკოტიკების გამოყენების პრევენციული აქტი, რომელიც სხვადასხვა სახეობის ქიმიურ ნარკოტიკებს შეიცავდა, მათ შორის სინთეტიკურ კანაბინოიდებსა და ჰალუცინოგენებს.
მსგავსი ტიპის ნარკოტიკები ძირითადად ჩინეთში მზადდება. მათი გავრცელება, ძირითადად, ონლაინ და ბენზინგასამართ სადგურებზე ხდება. ქიმიური ნარკოტიკების ფორმულა ხშირად იცვლება და ის სხვადასხვა სახეს იღებს, თუმცა მათი რეალიზება მაინც აკრძალულია. მიუხედავად ამისა, როგორც პეინი ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ბრალის დამტკიცება მარტივია.
"სინთეტიკური ნარკოტიკები დაუფარავად ვრცელდებოდა, თუმცა აქტის მიღების შემდეგ, მან შავ ბაზარზე გადაინაცვლა. 10 წელზე მეტია ამ პრობლემას ვებრძვით, თუმცა მისი კონტროლი მაინც ძალიან რთულია", - ამბობს რასტი პეინი.
პეინი არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში ტერორისტები იყვნენ გარეულნი.
"ტერორისტები უფრო და უფრო ერთვებიან ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში, რათა დააფინანსონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა პეინმა.
ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტმა ბოლო ხანებში არაერთი საეჭვო ფინანსური ოპერაცია დააფიქსირა. მათი უმეტესობა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ იყო მიმართული. მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლებანონი, იორდანია და სირია. გარდა ამისა, ფულადი ტრანზაქციები ფიქსირდება "ფინანსური სისტემის შავი ხვრელების" მქონე ტერიტორიებზე, რომელთა გაკონტროლება ძალიან რთულია. დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ სინთეტიკური ნარკოტიკებისგან მიღებული შემოსავლები სწორედ ამ ქვეყნებში გაედინება.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები