ორი ქალაქის ისტორია ანუ ჩინეთიდან პომპეიმდე
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Medium.com-ზე
დღევანდელი პოსტი არც ინფორმაციულ ტექნოლოგიებზეა და არც კოსმოსზე. ამჯერად ჩემთვის მხოლოდ გატაცების დონეზე ნაცნობ არქეოლოგიასა და ისტორიას შევეხები.
ამ პოსტის საბაბი გახდა ის რომ ეხლახანს ერთმანეთისაგან 8000 კილომეტრით დაშორებული მსოფლიო არქეოლოგიის ორი უდიდესი საოცრება მოვინახულე. სულ რაღაც ერთი კვირის ინტერვალით! ერთი — ყველასთვის ცნობილი იტალიაში მდებარე მიტოვებული ქალაქი პომპეი (და ჰერკულანეუმი), მეორე კიდე — თავისი თიხის მებრძოლებით სახელგანთქმული (Terracotta Army — ტერაკოტას არმია) იმპერატორ ჩინ ში ხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანთან. ცხადია ამ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული სამუზეუმო გამოფენებიც მოვინახულე. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს, ძველი მსოფლიოს ისტორიის წიგნში ნანახი და მეხსიერებეში შემორჩენილი სურათების, ნახატების, ქანდაკებებისა და მოზაიკების 80%-ი ერთბაშად ამ დღეებში ხელახლა ვნახე, ოღონდ ამჯერად ლაივში.
გასაოცარი ისაა რომ, ორივე ძეგლი ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ ერთიდაიგივე ეპოქაში, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რამოდენიმე საუკუნით ადრე შექმნა. თითოეულ მათგანზე უსასრულოდ შემიძლია გელაპარაკოთ, გადმოგცეთ ჩემი გრანდიოზული შთაბეჭდილებები, მაგრამ ამას ალბათ National Geographic-ის დოკუმენტური ფილმი ჩემზე უკეთესად მოახერხებს.
ამ სტატიაში ჩემი ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ, იმაზე თუ როგორ განსხვავდებოდნენ და განსხვავდებიან ეს ცივილიზაციები ერთმანეთისაგან. უმთავრესი კი ისაა, თუ რამდენად განსხვავებულად წარმოაჩენენ და აშუქებენ თავიანთ ისტორიას თანამედროვე ჩინელები და ევროპელები. და ბოლოს, როგორც პაულო კოელიოს ალქიმიკოსი, მეც ჭეშმარიტების ძიებაში ამოტივტივებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ამ სტატია-მოგზაურობის დასასრულს ისევ ჩემსავე საწყისს, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს დავუბრუნდები.
სანამ დავიწყებდე
სანამ დავიწყებდე ერთი საინტერესო და ჩემთვის მანამდე უცნობი სახალისო ფაქტი მინდა მოგიყვეთ. ბერძნული ან რომაული ქანდაკებების ხსენებაზე ყველას ალბათ სპეტაკი თეთრი ფერის მარმარილოში გამოკვეთილი ვენერა ან აპოლონი წარმოგვიდგება. ტერაკოტას (თიხის) მეომრების შემთხვევაში კი ნაცრისფერ-მოყავისფრო თიხის ფიგურები გვიდგას თვალწინ. სინამდვილეში თურმე არც ერთი ყოფილა თეთრი და არც მეორე მიწისფერი. ბერძნული სკულპტურებიც და ტერაკოტას მებრძოლებიც ხასხასა ფერადი საღებავებით იყო მოხატული. ტერაკოტას მებრძოლებს მიწიდან ამოთხრის მომენტში საღებავის ფენა ჯერ კიდევ ზედ აქვთ ხოლმე. სამწუხაროდ ეს საღებავი უმალვე შედის ჰაერთან რეაქციაში და 15 წუთის შემდეგ შემოცლას და ჩამოფშვნას იწყებს. რამოდენიმე საათის შემდეგ საღებავის ფენა სრულიად გამქრალია ხოლმე როგორც წესი. ჰერკულანეუმის (აგრეთვე ვულკანის ლავაში დაფლული ქალაქი პომპეის მახლობლად) სკულპტურებსა და ზოგიერთ სხვა არტეფაქტებსაც შერჩენილი აქვთ საღებავი. საბედნიეროდ გერმანელმა ქიმიკოსებმა შეიმუშავეს ამ საღებავის შენარჩუნების მეთოდი, რომელიც ჯერ კიდევ ძალზე ძვირი და რთულია. მსოფლიოს არქეოლოგები შეგნებულად აჭიანურებენ რამოდენიმე გათრხას ჩინეთსა და პომპეიში ამ ტექნოლოგიის შემოსვლის მოლოდინში. იმედია სულ მალე მუზეუმებში ფერად ანტიკურ სკულპტურებს ვიხილავთ, მანამდე ისღა დაგვრჩენია გათხრიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ გადაღებული ფოტოებით რომ დავტკბეთ.
მაშ დავიწყეთ
მოგეხსენებათ უცხო ქალაქში უგამონაკლისოდ ყველა მუზეუმის უმოკლეს დროში მონახულება ნებისმიერი პოსტ საბჭოთა ინტელექტუალის წმინდათა-წმინდა მოვალეობას წარმოადგენს. გამოგიტყდებით ევროპაში ცხოვრების წლების შემდეგ რაღაცნაირად მომბეზრდა ეს მუზეუმების "შემორბენა".
არა, სხვანაირად არ გამიგოთ, მივდიოდი, ვნახულობდი, აღვფრთოვანდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში სანახავ TOP 100 ღირსშესანიშნაობათა სიაში კიდევ ერთი "პწიჩკის" მეტი არაფერი მემატებოდა. თითოეული ამ ღირსშესანიშნაობის შემოვლისა და "მოლოცვის" შემეცნებითი ღირებულება ერთ წინადადებაში შეკუმშული ასე გამოითქმის: "ვაააა!!! რა მაგარი ყოფილან ეს ეგვიპტელები (ბერძნები, რომაელები, კოლხები და ა.შ.) xy ათასი წლის წინ ასეთი გრანდიოზული (ვირტუოზული, დახვეწილი, რთული და ა.შ.) რამ რო შეუქმნიათ!"
აღტაცება და აღფრთოვანება, ხანდახან სიამაყე და განცვიფრება, მაგრამ ამის იქით თუ იყო რამე მხოლოდ მას მერე გავიგე რაც, ჩემდაუნებურად, დროთა განმავლობაში ისტორიული არტეფაქტების დროითსა და სივრცით კონტექსტში ჩასმა დავიწყე. მოვლენებსა და ადგილებს შორის კავშირების დამყარება, მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულებების დადგენა. კითხვები "რა?" და "როდის?" ჩაანაცვლა კითხვებმა "რატომ?", "რის გამო?", "როგორ?".
მივხვდი რომ სამუზეუმო ექსპონატების აბრები მხოლოდ კითხვას "რა?"და "როდის?" პასუხობენ. "რატომ?" - ზე შენით უნდა იჩალიჩო. მივხვდი რომ, მუზეუმში ან ღირსშესანიშნაობის სანახავად მომზადებული თუ წახვალ ათმაგ მუღამს დაიჭერ, ანუ სპოილერის პრობლემა არ დგას. წინასწარ წაიკითხავ, დოკუმენტურ ფილმებს ნახავ, შეისწავლი და იქ ადგილზე აუჩქარებლად, მშვიდად ამ საქმეს ერთ სრულ დღეს დაუთმობ.
საბედნიეროდ ევროპულ ისტორიაზე უამრავი პოპულარული წყარო არსებობს, იმიტომ რომ ევროპელები კერ კიდევ რამოდენიმე საუკუნის წინ მიხვდნენ რომ მარტო აღფრთოვანება, განცვიფრება და სიამაყე, "რაც კარგები ვართ ევროპელები ვართ" — პონტში არ ყოფილა საკმარისი. ეს აზრი ფრთოვან ფრაზად. იმ დროს ახლადაღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული მოზაიკის ნახვის შემდეგ უთქვამს გოეთეს:
"Mitwelt und Nachwelt werden nicht hinreichen, solches Wunder der Kunst richtig zu kommentieren, und wird genötigt sein, nach aufklärender Betrachtung und Untersuchung, immer wieder zur einfachen, reinen Bewunderung zurückzukehren." Johann Wolfang von Goethe 1832
გარმანული ენის არმცოდნეებმა დამიჯერეთ რომ გერმანულად ლამაზად ჟღერს და ძალიან ნუ გამკიცხავთ ქვემოთ მოყვანილი ჩემეული ტლანქი ნათარგმანის გამო:
"ვერც აწმყო და ვერც მომავალი ვერ შეძლებს ამდაგვარი საოცრების სათანადოდ შეფასებას და ყოველი შემეცნებითი დაკვირვებისა და გამოკვლევის შემდეგ იძულებული იქნება ისევ და ისევ უბრალო, წმინდა წყლის აღტაცებას დაუბრუნდეს." იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე 1832
მარტივად რომ ვთქვათ რას გვეუბნება ეს კაცი. აღქმის ორი დონე არსებობსო პირველი ემოციური, ეს არის აღფრთოვანება, აღტაცება, სიამაყე და ეგეთები. მეორე კი რაციონალური — ობიექტური შესწავლა, გააზრება, გამოკვლევა, კონტექტში ჩასმა, კითხვების დასმა და მათზე პასუხების გაცემა. ჰოდა ასეთ საოცრებას რომ უყურებ, ძნელია ისევ და ისევ გული არ აგიჩქარდეს და კურცხალი არ წამოგივიდესო, მარა ძირითადად ჭკვითა და გონებით უნდა შეხედო ამ ამბავსო.
საბჭოთა ისტორია კი, ალბათ შეგნებულად სულ ემოციურ დონეზე გვაყურყუტებდა. "უბადლო მხედართმთავარი …", "უდიდესი მოაზროვნე …", "ბრწყინვალე გამარჯვება …" ასეთი ეპითეტებით იყო სავსე ჩემი ისტორიის სახლმძღვანელო. ისტორიისადმი ეს ევროპული, "გოეთესეური" გონება — გრძნობა მიდგომა, რომელსაც მე ასე გვიან ვეზიარე, გულისხმობს მკაცრ გაყოფას, ლექსებს და პოემებს წერენ მწერლები, ისტორიას იკვლევენ არქეოლოგები და ისტორიკოსები. ერთნი მოვლენებს ემოციურად ამუშავებენ, მეორენი რაციონალურად და ყოველგვარი შეფასების გარეშე!
მაგალითად: ბერძნებისა და სპარსელების ომის თანამედროვე (დასავლურ) თხრობაში ვერ ნახავთ ფრაზებს "დაუნდობელი სპარსი დამპყრობლები შემოესივნენ საბერძნეთს" ან "ბერძნები მედგრად იცავდნენ სამშობლოს ვერაგი მტრისაგან". მართალ-მტყუანის თხრობაშივე ჩაქსოვა მონათხრობს ემოციურ ეტაპზე ტოვებს და უშლის ხელს ისტორიიდან გაკვეთილის გამოტანას, რაც ისტორიის უმტავრესი ფუნქციაა. ვერ დგინდება თუ რა მოტივები, გარემოებები და მიზნები ამოძრავებდათ ერთსა თუ მეორე მხარეს.
მატყუარა ჰომეროსი
რა მოტივები? რა გარემოებები? რა მიზნები? ამას სამწუხაროდ არცერთი მემატიანე ასე პირდაპირ არ დაგიწერს. ჰომეროსის თანახმად ბერძნებსა და ტროას შორის მომხდარი კონფლიქტი ქალის, სიყვარულისა და ღმერთების კაპრიზი გახლდათ.
რეალობა კი ისაა რომ, სავარაუდოდ ტროას ეკონომიკურმა, სამხედრო და სავაჭრო გაძლიერებამ ბერძნების საფუძვლიანი შიში და შეშფოთება (აუ ამ სიტყვაზე იან სტოლტენბერგი & co. მახსენდება და რა ვქნა) გამოიწვია. ამას მრავალწლიანი კონფლიქტების შედეგად ტროას საბოლოო განადგურება მოყვა. ეხლა ეს დებულება რომ დავასაბუთოთ ან უარვყოთ უნდა დავადგინოთ როგორ ცხოვრობდნენ ტროელები და ბერძნები, რას ჭამდნენ? რას სვავდნენ? რა ქონებას ფლობდნენ? რამდენი იყვნენ? ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ რამდენად დიდი ეკონომიკა ქონდათ, რამხელა ჯარის შეკრება და რჩენა შეეძლოთ.
ამის მერე ხელახლა უნდა ჩავიხედოთ ჰომეროსის ილიადაში და როცა წავიკითხავთ "ბერძნები 1000 გემით მიადგნენ ტროას"-ო, გავიღიმოთ და მივუტევოთ ყველა დროის უდიდეს ავტორს თავისი პატრიოტული მატყუარობა. ვაღიაროთ რომ რეალურად იმდროინდელ იტაკას მეფეს — ოდისევსს მაქსიმუმ 50–100 გემის მობილიზაციის უნარი თუ ექნებოდა, მეტის არა.
300 სპარტელი
ანტიკურ ისტორიაში პირიქით შემთხვევებიც არსებობს როცა 3.000 უცებ 300 გახდება ხოლმე. მე პირადად ძალიან დამწყდა გული ეს ლამაზი მითი როცა ჩამომენგრა თავზე. თურმე 300 სპარტელის გმირობა დიდი ალბათობით მოტივაციის მიზნით შეთხზული პროპაგანდაა. თურმე სპარტას თამბრუდამხვევი სამხედრო წარმატება მეომრების უპრეცენდენტო ინდივიდუალური გმირობის და თავგანწირვის შედეგი როდი ყოფილა. სინამდვილეში ძალიან ბანალურ მოვლენათა და გადაწყვეტილებათა გრძელმა ჯაჭვმა სპარტას ეკონომიკის თავბრუდამხვევი ზრდა გამოიწვია. გაჩენილი ფული და სავსე ხაზინა კი მისი სამხედრო წარმატებების საწინდარი გახდა. ისე არაგველებიც 300 არ იყვნენ?
პომპეი
ვიცოდი რომ პომპეი საოცარი სანახავია, სურათებიც მქონდა ნანახი და დოკუმენტური ფილმებიც, მაგრამ ყოფილი პორტიდან ქალაქში შემავალ კარიბჭეს რომ გავცდი და თავი ავწიე, ჩემმა წარმოსახვამ ჩემდა უნებლიედ ნანგრევების ნაცვლად ორი ათასწლეულის წინანდელ მჩქეფარე ქალაქში გადამისროლა. ბაზრის მოედანზე მოფუსფუსე ტურისტების ნაცვლად ასობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოვაჭრე წარმოვიდგინე. თვალწინ დამიდგა როგორ დაატარებენ ვირები ამფორებით დატვირთულ ურმებს ამისათვის სპეციალურად გაყვანილ ქვაფენილებზე, რომლებსაც დღემდე ურმის ბორბლის დანატოვარი ღარები ეტყობა, თითქოს რკინიგზის ლიანდაგიაო.
ბაზრის მოედანს ერთი მხრიდან იუპიტერის (ბერძ. ზევსის) ტაძარი დასცქერის, მეორე მხარეს კი ულამაზესი ცხენკაცის (კენტავრი) ბრინჯაოს ქანდაკება დგას. მის უკან კი ზღვის, ცის და ვეზუვის კალთების განუმეორებელი ხედი იშლება.
რა გინდა სულო და გულო ქვია ამას: ქალაქში ქონდათ პორტი, სასამართლო, უამრავი საწყობი, მაღაზია, რესტორანი, ბარი, წყალგაყვანილობა. შემონახულია ორი თეატრი, სამი ტაძარი, გლადიატორების საცხოვრებელი და სავარჯიშო მოედანი, გლადიატორების საბრძოლო არენა, აბანო, ბიბლიოთეკა, (საროსკიპოც კი :o ) და ა.შ. სულ რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა ფენის, შემოსავლისა და სოციალური სტატუსუს მქონე ადამიანების სახლებზე. ქალაქის კედლის მიღმა სასაფლაოა, რომაული აკლდამებით, რომელიც თვით ქალაქზე არანაკლებ საიტერესო საიდუმლოს გვიმხელს იმდროინდელი პომპეის მოსახლეების შესახებ.
ქალღმერთის ტაძარი
ქალაქში შემორჩენილი სამი ტაძრიდან ყველაზე ღირსშესანიშნავი ერთ-ერთი ქალღმერთის კულტს ეძღვნება … (აბა მოიშველიეთ ბერძნულ-რომაული მითოლოგიის ცოდნა და გამოიცანით. ვენერა? არა. მინერვა (ბერძ. ათენა)? არა. დიანა? აბა?) … ქალღმერთ ისდას ტაძარი. ჰო აი ზუსტად იმ ისიდას ძველი ეგვიპტის ქანდაკებებიდან და ქვაში ნაკვეთი ნახატებიდან რომ გვახსოვს.
"აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვლო?" — თითქოს სად ძველი ეგვიპტე და სად რომაული ქალაქი პომპეი. ვინც ამ კითხვით დაინტერესდება ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს ბერძნულ რომაული და ეგვიპტური კულტურებისა და რელიგიების შერევისა და ურთიერთგამდიდრების შესახებ. ამიტომაა ისტორია მოსაწყენი და უინტერესო კითხვა "რატომ?"-ის გარეშე.
ჰერკულანეუმი
მაშინ როდესაც პომპეი იმდროინდელი ქალაქისა და ეკონომიკის მოწყობის შესახებ უშრეტ ინფორმაციას გვაწვდის, მის მახლობლად მდებარე მომცრო ქალაქი ჰერკულანეუმი არნახულ დეტალებს გვიმხელს საზოგადოების სტრუქტურასა და ფუნქციონირების შესახებ.
მე პირადად შემდეგმა ფაქტებმა და მათმა ახსნამ თვალი ამიხილა და სულ სხვანაირად დამანახა იმდროინდელი საზოგადოება;
ჩვენდა საბედნიეროდ და ჰერკულანეუმის მოსახლეობის საუბედუროდ ვეზუვის ლავამ და ნაცარმა ქალაქი რამოდენიმე საათში ორი ათეული მეტრი სიმაღლის ფენით დაფარა. ხალხმა, როგორც ხშირი მიწისძვრების დროს შვებოდნენ ხოლმე, თავი ჰერკულანეუმის პორტის თაღების ქვეშ შეაფარა და … ყველანი იქ ამოიხოცნენ. პომპეისგან განსხვავებით რომელიც ძლიერად იქნა გაძარცვული, მრავალმეტრიანმა ფენამ ხელუხლებლად შეგვინარჩუნა დროის ერთ მომენტში გაყინული მთელი ქალაქი, სახლები, ნივთები, ცხოველები, საჭმელ-სასმელიც. და ბოლოს რა თქმა უნდა შემოგვრჩა მასში მცოხვრები ადამიანების ჩონჩხები — ერთმანეთში არეული მონა იყო თუ მოქალაქე, ღარიბი თუ მდიდარი, ქალი, ბავშვი თუ კაცი, ერთ ადგილას თავშეყრილნი და სიცოცხლეს ტრაგიკულად გამოსალმებულნი.
- ნაპოვნი ჩონჩხების ანალიზი აჩვენებს რომ ყველანი ერნაირად ჯანმრთელი და დანაყრებული ადამიანები იყვნენ. მანამდე გულით მჯეროდა რომ მონებს ნახირივით ექცეოდნენ და აშიმშილებდნენ. მეგონა რომ ღარიბები მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდნენ, თურმე რას ამბობ.
- მეგონა რომ მონები უუფლებო ნივთებად განიხილებოდნენ. აღმოჩენილმა სასამართლოს დოკუმენტებმა გვიჩვენა რომ მონებსაც კი შეეძლოთ საჩივრის შეტანა და პროცესების მოგებაც კი.
- მეგონა რომ მონები მთელი სიცოცხლე საცოდავი არსებობისათვის იყნენ განწირულნი. აღმოჩდა რომ ჰერკულანეუმის მოსახლეობის 80%-ს გათავისუფლებული მონები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი გათავისუფლების მერე მოქალაქეც კი გამხდარა, სახლკარი შეუძენია და ზოგი ძლიერ გამდიდრებულა კიდეც. მაგალითად Marcus Nonius Balbus-ის ქანდაკება, რომელიც ჰერკულანეუმის კარიბჭეს გადმოჰყურებს მისი გათავისუფლებული მონის მიერ არის დაფინანსებული.
ქალაქი თურმე ეთნიკურად და რელიგიურად ძალზე არაჰომოგენურიყოფილა. ნაპოვნია უამრავი ბერძნული წარწერა. მაშინ როდესაც ბერძნების, ეტრუსკებისა და რომაელების ნარევი ძირითად ეთნიკურ ბირთვს შეადგენდა, იყვნენ ბევრი ეგვიპტური, ფინიკიური და სირიული (დამასკო) წარმოშობის ადამიანებიც, რისი დადგენაც მათი სახელებისა და სხვა ნიშნების წყალობით გახდა შესაძლებელი.
ეს ფაქტები წარმოშობს კითხვებს. ჰერკულანეუმი ბოლო-ბოლო საბერძნეთი იყო თუ რომი? რა რელიგია ქონდათ? რა ენაზე ლაპარაკობდნენ? რა სახელმწიფოს ეკუთვნოდენ? ამ კითხვებზე პასუხის პოვნა შეუძლებელია თუ დღევანდელი სახელმწიფოებრივი, ეთნიკური და რელიკიური კატეგორიებით ვიმსჯელებთ. საჭიროა თავი ჰერკულანეუმელების ადგილზე დავაყენოთ, მათსავით ვიფიქროთ. საჭიროა უფრო ფართო წარმოდგენა შევიქმნათ მათ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ თუ რელიგიურ წარმოდგენებზე, გავიაზროთ რომ მათი გამაერთიანებელი არა სახელმწიფო, არა რელიგია, არა ენა, არა წარმომავლობა, არა მეფე და იმპერატორი, არამედ პირველ რიგში ბედნიერი ცხოვრების წესი, ეკონომიკური კეთილდღეობა და უსაფრთხოება გახლდათ.
მონა vs. მოქალაქე
კიდევ ერთ უძლიერეს ფაქტს გაგიზიარებთ რომელიც გიდისგან მოვისმინე. ამ საკითხს მინდა როგორმე აუცილებლად დავუბრუნდე, ჩემთვის გამოვიკვლიო და რეფერენსებიც მოვიძიო.
სასამართლო და კანონის უზენაესობა ჰერკულანეუმელებისათვის მხოლოდ ცარიელი სიტყვები როდი გახალდათ. აღმოჩენილია უამრავი სასამრთლო დადგენილება დავების შესახებ. მათ საფუძველზე ვადგენთ რომ:
- მოპარვა და ერთმანეთის საკუთრების დაზიანება ბუნებრივია ისჯებოდა.
- მონასაც კი ქონდა საკუთრების უფლება. სავარაუდოდ მათ ჯამაგირიც კი ქონდათ. მონას შეეძლო ფული დაეგროვებინა და საკუთარი თავი გამოესყიდა.
- მონის უმიზეზო ფიზიკური დასჯა და მისი მოკვლა კანონით ისჯებოდა.
- მონები წარმოადგენდნენ საკუთრებას, შესაბამისად სხვის მიერ მათი ჯანმრთელობის ხელყოფა დასჯადი იყო.
- და ეხლა მოდის ყველაზე მაგარი რამ! მონების მიერ საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება კანონით ისჯებოდა, მაშინ როდესაც (ყურადღებით!) მოქალაქეებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა. მოქალაქეებს აგრეთვე ქონდათ გართობის, საზღვარსგადაცილებული დროსტარების და აზარტული თამაშების თამაშის შეუზღუდავი უფლება, მაშინ როდესაც მონებს, რახან ისინი ვიღაცის საკუთრბას წარმოადგენდნე "წესიერად და ზომიერად" უნდა ეცხოვრათ რადგან "თავის თავს" როგოც სხვის ქონებას უნდა გაფრთხილებოდნენ.
ჩინეთი
სავარაუდოდ ჩინელები პირველები იყვნენ ვინც ისტორიის სისტემეტური ჩაწერა დაიწყეს. ჩინური ისტორიული ჩანაწერები თვალსაჩინო ილუსტრაციაა ორველის შემდეგი ფრთიანი გამონათქვამისა:
"He who controls the past controls the future. He who controls the present controls the past." George Orwell, 1984
ჩინელი მემატიანეების ჩანაწერების ინტერპრეტაცია ძალზე პრობლემატურია. ჩინური ისტორიული წყაროს შესწავლისას უმნიშვნელოვანესია გესმოდეს ვინ წერს, როდის წერს და ვისი დავალებით წერს. იცით ალბათ რომ, ჩინეთის მთელი ისტორია დაყოფილია ე.წ. დინასტიებად. დინასტია არის პერიოდი რომლის განმავლობაშიც ქვეყანა ცენტრალიზებულად ერთი იმპერატორის მიერ იმართებოდა. ტახტი მემკვიდრეობით გადადიოდა და ძალაუფლება საუკუნეების მანძილზე მმართველი ოჯახის ხელში რჩებოდა, მანამ სანამ სხვა ოჯახი არ ჩაიგდებდა იმპერატორის ტახტს ხელში. გამარტივებულ ვარიანტში 2000 წლის მანძილზე 12 დინასტია არსებობდა. ე.ი. მინიმუმ 11 ჯერ გადავიდა ხელისუფლება ხელიდან ხელში და 11 ჯერვე ამის მიზეზი ამ ორიდან ერთ-ერთი იყო: ან უკმაყოფილო მასების აჯანყება, ან კიდე გაძლიერებული პროვინციის მმართველის ამბოხება.
დინასტიების ქრონოლოგია ასეთია:
- სია დინასტია (სავარაუდოდ ფიქტიური და არარსებული) სინამდვილეში დამოუკიდებელი მცირე ფეოდალური სამეფოები.
- შანგ დინასტია გასტანს 6 საუკუნეს — იმორჩილებს ფეოდალებს.
- ჟოუ დინასტია ბატონობს 1 საუკუნის მანძილზე — დაამხობს თავის წინამორბედს და ამის გასამართლებლად მოიგონებს მითს არარსებული პირველი სია დინასტიის შესახებ. ამ უკანასკნელს ქებით ცაში აიყვანს, შანგ დინასტიისათვის ჩრდილის მისაყენებლად და ამავდროულად საკუთარი საქციელის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად.
- მოქიშპე სახელმწიფოების პერიოდი — გრძელდება 2 საუკუნე — იმპერია 8 ნაწილად იშლება, წარმოქმნილი სახელმწიფოები მუდმივ ომში არინ ერთმანეთთან.
- ჩინ დინასტია — სწორედ ამ დინასტიის იმპერატორმა შექმნა ზემოთ ნახსენები გრანდიოზული მონუმენტი — ტერაკოტას არმია, აგრეთვე მან:
- გააერთიანა 8 მოქიშპე სახელმწიფო,
- შემოიღო ერთიანი ფული,
- ერთიანი საზომი და საწონი ერთეულები,
- ერთიანი დამწერლობა,
- ცენტრალიზებული მმართველობა,
- უნიფიცირებული საგადასახადო სისტემა და საქმეთწარმოება
- შექმნა საიდუმლო სამსახური, პოლიცია და ზოგადად ბიუროკრატია
6. ჰან დინასტია — ამთმა ჩამოაგდეს "ჩინ"-ი და უცებ გამოირკვა რომ, თურმე სულ არ ყოფილა ეს ჩვენი "ჩინ ში ხუანდი" ესეთი ბუნჩულა და საყვარელი. ჩვენ ჩინეთს დღემდე მის სახელს ვეძახით, თვითონ ჩინეთში კი, ჰან დინასტიის მოწადინებით, ქვეყანას სახელი გადაერქვა და 中国 "Zhōngguó" ანუ "შუა სახელმწიფო" დაერქვა. ხალხის ეთნიკურ თვითდასახელებად დღემდე "ჰან" იხმარება. (ამ ადგილას არ შემიძლია ცოტა არ გადავუხვიო. 中 — ეს იეროგლიფი რაიმეს შუაზე გაყოფას ნიშნავს. 国 — ეს კი კედლებით შემორტყმულ ქალაქს, თავისი ქუჩებით. ჰო გავს!? ერთად კი "შუა სახელმწიფოს" ანუ ჩინეთს ნიშნავს.)
მოკლედ ჰან დინასტიის მემატიანეებმა "კატოკებით" გადაუარეს ჩინ დინასტიას. მათი მონაყოლის თანახმად იმპერატორი მახინჯი, პარანოიდი, მშიშარა მანიაკი ყოფილა თურმე. სამწუხაროდ ამის გადამოწმება არასოდეს მოხერხდება, მაგრამ რაც არქეოლოგიურ ფაქტებზე დაყრდნობით დანამდვილებით ვიცით ესაა:
- ჩინის მიერ შექმნილი სახელმწიფო შიშსა და ძრწოლაზე იყო დაფუძნებული. ადამიანები 5 კაციან ჯგუფებში იყვნენ გაერთიანებული, სადაც თითოეულს ევალებოდა ჯგუფის დანარჩენ წევრებზე მუდმივი დაკვირვება და ენის მიტანა.
- რეპრესიები, სიკვდილით დასჯა ან იძულებით სამუშაოებზე გაგზავნა, გადასახლება მცირედი დანაშაულის ან სამუშაოს დროს გამაზვისათვის, სასამართლოს გარეშე ჩვეულებრივი ამბავი იყო. სავარაუდოდ 30 მილიონიანი მოსახლეობდან 2,5 მილიონი რეპრესიებს შეეწირა.
- მკვლელობის შიშით იმპერატორი მუდმივად მინიმუმ სამი იდენტური ეტლით მოძრაობდა არავის რომ არ ცოდნოდა რომელში ზის ნამდვილი იმპერატორი, დიდწილად დაფარულ ცხოვრობას ეწეოდა. მისი სახეს მხოლოდ უაღრესად მიახლოებულები იცნობდნენ. მითვის სახეში შეხედვა აკრძალული იყო. ატარებდა ქუდს, რომელსაც წინ ერთგვარი ფარდა ეფარებოდა სახის შესანიღბად.
- იმპერატორის უდიდესი სურვილი და შესაბამისად სახელმწიფოს უზენაესი მიზანი მისი უკვდავება იყო. ამაზე უამრავი რესურსი იხარჯებოდა. უკვდავების ელიქსირის ძიებაში იმპერატორმა ვერცხლის წყლით მკურნალობის ხერხს მიმართა, რაც დიდი ალბათობით (ბედის ირონია არ გინდა!?) მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.
ასეთი მარაზმით გატანჯულმა ხალხმა დაამხო ეს წყობილება და … თავისუფლად ამოისუნთქაო გგონიათ ვიტყვი? არა და არა. ჰან დინასტიამ ჩამოყალიბებული ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემა დიდწილად შეინარჩუნა და განავითარა. დინასტია დინასტიას ცვლიდა, ერთი მეორეს აგინებდა და სისტემა კი რჩებოდა. 7. 8. 9. …
ჩინეთის ბოლო "დინასტია"
ასე გრძელდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; მეშვიდე დინასტია აგინებდა მეექვსეს და ადიდებდა მეხუთეს. მეშვიდეს ცვლიდა მერვე, მერვეს ჩამოაგდებდა მეცხრე და ა.შ. სანამ მორიგი რევოლუციის შედეგად სათავეში კომუნისტები არ მოვიდნენ. ამათ პოლიტიკური რევოლუცია არ იკმარეს და ე.წ. კულტურული რევოლუციის ფარგლებში საკუთარი ისტორიის სისტემატური განადგურება, ფეხქვეშ თელვა და გამიზნული უყურადღებობის შედეგად ბუნერივი გაპარტახება წამოიწყეს.
ჩინეთი გონს მხოლოდ 70-იან წლებში მოეგო, დაიწყო გათხრები და საკონსერვაციო სამუშაოები, ისტორიის წიგნების გამოცემა, სატელევიზიო გადაცემების გაკეთება, მუზეუმების გახსნა და სკოლა-სასწავლებლებში ისტორიის სწავლება. მიუხედავად დიდი პროგრესისა ისტორიის მეცნიერული შესწავლის სფეროში, პოპულარული ისტორია რომელსაც უბრალო ხალხს უყვებიან და სკოლებში ასწავლიან დღემდე პატრიოტულ-ჰეროიკულ და განმდიდებლურ ხასიათს ატარებს.
მაგალითად ჩვენი ავადსახსენებელი ტერაკოტას იმპერატორის ჩინ ში ხუანდის უპირობო იდეალიზაცია დღესაც მიმდინარეობს. ხოტბას ასხავენ მის მიერ ჩატარებულ "რეფორმებს", აქებენ და ადიდებენ მის დანატოვარს. ორსაათიანი ექსკურსიისას არც ერთხელ არ იქნა ნახსენები ის ფაქტი რომ მისმა ტოტალიტარულმა დიქტატურამ მოსახლეობის 10% იმსხვერპლა, ის რომ მისმა შიშსა და ძალადობაზე აგებულმა იმპერიამ 15 წელზე მეტიც ვერ იარსება, ის რომ მის მიერ ფეოდალური წყობილების ფაქტიურმა გაუქმებამ და ბიუროკრატიული ცენტრალური სახელმწიფოს შექმნამ სავარაუდოდ საგრძნობლად დააგდო მთელი ჩინური ცივილიზაციის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ტემპი.
ჩემი მოსაზრება
მომავალ თაობას შელამაზებული ისტორია მოუყვე და მისგან მოელოდე ერი და ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს იგივეა, ექიმთან რომ მიხვიდე, გადატანილი ავადმყოფობებისა და ოპერაციების შესახებ ყველაფერი დაუმალო, თან მისგან დაჟინებით მოითხოვდე სწორი დიაგნოზი დაგისვას და შესაფერისი მკურნალობა დაგინიშნოს.
"Our view of history shapes the way we view the present, and therefore it dictates what answers we offer for existing problems." — The Importance of History by David Crabtree
CCCP და 1984
ყველაზე ჩვენთვის ახლობელ და ნაცნობ ისტორიის ტოტალური და სისტემატური გამრუდების ფაქტს საბჭოთა რევოლუციის შემდეგ ქონდა ადგილი. რევოლუციის ლეგიტიმაციის მიზნით მიმდინარეობდა ისტორიის ჭრა და კერვა შემდეგი ოთხპუნქტიანი პროგრამის შესაბამისად:
- მეფის რუსეთისა და შემდგომ დროებითი მთავრობის უპირობო და ტოტალური დისკრედიტაცია, მის აბსოლუტურ ბოროტებად გამოცხადება. კაპიტალისტური წყობის მონობასთან გაიგივება.
- დეკაბრისტების, პუგაჩოვისა და წარსულში მომხდარი ყველანაირი აჯანყება-ამბოხებების შეკაზმვა, იდეალიზება და განდიდება, ლენინის მიერ ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების ფაქტის გამართლების მიზნით.
- ჰეროიზმისა და იდეისათვის თავგანწირვის ქადაგება, იმ აზრის დასამკვიდრებლად თითქოს, საერთო საქმისათვის ინდვიდის სიცოცხლის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უპირობო დათმობა მისაღები და სასიკეთო რამაა.
- ძალითა და ტერორით საბჭოთა კავშირში შეყრილი სახელმწიფოების და საბჭოთა კავშირის ოკუპაციური და დამპყრობლური ამბიციების გასამართლებლად "ძალა ერთობაშია" იდეის აქტიური პროპაგანდირება. სიდიდისა და სიდიადის თვითმიზნად ჩამოყალიბება — "Широка страна моя родная …".
ამ ტრადიციას ახალი რუსეთიც დღემდე წარმატებულად აგრძელებს. მაგალითად თუნდაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მოვლენების ისევ ძველებური, სოვიეტური გაშუქება გრძელდება. საბჭოთა კავშირის ნეგატიური როლი ომის დაწყებაში, გერმანიასთან პაქტი, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ოკუპაცია სრულებით ამოღებულია პოპულარული ისტორიიდან. სსრკ თითქმის ერთადერთ განმანთავისუფლებელ ძალად წარმოგვიდგება, მოკავშირეთა როლი მიჩქმალულია, მილიონობით მსხვერპლი და ასობით სტრატეგიული შეცდომა არაღიარებული რეჩება.
არ მიყვარს ეს კაცი, მარა ეს პოსტი მოკლე და აუცილებლად წასაკითხი რამაა: Коротко, ясно и без вранья — Владимир Познер.
ისტორიის გამრუდების ექსტრემალურ ფორმას, რომელიც ერთი თაობის განმავლობაში ახრხებს მოსახლეობის მეხსიერების რემოდენიმეჯერ გადაპროგრამებას, აღწერს ორველი თავის დიტოპიაში 1984. საგულისხმოა რომ, ეს წიგნი დიდწილად საბჭოთა კავშირით და მისი კომუნისტური მმართველობით არის ინსპირირებული. ლევან ბერძენიშვილი, წიგნები 1984
საქართველო (-ს სსრ)
ზემოთ მოყვანილ ოთხ პუნქტიან ნარატივს თანმიმდევრულად მისდევდნენ და სიცოხლეში ატარებდნენ მთელს ქვეყანაში ნაციონალური თვითმყოფადობის ტყავში გამოწყობილი საბჭოთა რესპუბლიკების იმდროინდელი მემატიანეები.
დიახ, სამწუხაროდ ჩვენს სამშობლოში, საქართველოშიც. რათქმაუნდა საამაყო და დასაფასებელია ის ფაქტი დავიწყებას რომ არ მიეცა ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი, გიორგი სააკაძე თუ არსენა მარაბდელი. გვახსოვს და ვამაყობთ, მაგრამ განა ვინმემ მოგვცა "რატომ?" კითხვის დასმის საშუალება? ჩვენი საამაყო მეფეების გადაწყვეტილებების სისწორეში ეჭვის შენტანის უფლება? ჩვენი უძველესი და უმდიდრესი ისტორიული წყაროების აუთენტურობაში ეჭვის შეტანის უფლება? ჰომეროსსა და ჰეროდოტეს თუ აყენებენ ევროპელები კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენებმა რა დააშავეს?
ნუთუ ვინმემ აგვიხსნა და გაგვაგებინა თუ რა დადებითი გავლენა ქონდა საქართველოს ოქროს ხანისათვის რომის იმპერიის დე-ფაქტო ცენტრის რომიდან კონსტანტინოპოლში გადმონაცვლებას და ბიზანტიის ეკონომიკურ აღზევებას? რა გავლენა იქონია კონსტანტინოპოლის დაცემამ და სავაჭრო გზების გადამისამართებამ? რა საგანმანათლებლო და კულტურული ზეგავლენა იქონია აღმოსავლეთ საქართველოს საუკუნოვანმა ურთიერთობამ სპარსეთთან? რა ნეგატიური ეკონომიკური შედეგები მოყვა სპარსული ქალაქ სახელმწიფოების დაცემას, არაბთა მიერ დაკავებას? ეს და უამრავი სხვა კითხვა მებადება ანტიკური ხანიდან დაწყებული გიორგიევსკის ტრაქტატით დამთავრებული და პოპულარულ ქართულ ისტორიაში პასუხებს ვერ ვპოულობ. ნუთუ მე ვეძებ ცუდად?
ჩემი კითხვა და სურვილი
"ჩვენი წინაპრები ოდითგანვე" ბაზარი და ეს სტანდარტული ჩვენი სახელოვანი ისტორიით სიამაყე, წარსულით აღფრთოვანება ცოტა არ იყოს გაცვდა და დედმამიშვილების სადღეგრძელოსავით ერთფეროვანი მოსასმენი გახდა. მომინდა მოვიკრიბო გამბედაობა და ჩვენსავე ისტორიას უფრო ობიექტურად, შემსწავლელი, შემეცნებითი თვალით შევხედო. ჩვენი წარსული მსოფლიოს გეოგრაფიულ და ისტორიულ კონტექსტში ჩავსვა და წარმატებები თუ შეცდომები ჰეროიკული პათეტიკისგან თავისუფალი გონებით განვიხილო. ვარსქენ პიტიახშს მეხუთე საუკუნის დროინდელი იაკობ ხუცესის თვალით კი აღარ შევხედო, არამედ იგი როგორც იმ დროინდელი პრაგმატული პოლიტიკოსი განვიხილო. კი არ გავკიცხო, არამედ ვეცადო გავიგო თუ რომელმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა მისი გადაწყვეტილება.
გეგულებათ რამე ამდაგვარი საქართველოს ისტორიის გარშემო პოპულარულ და გასაგებ ენაზე? იქნებ მირჩიოთ რამე?
P.S. ზოგიერთი შემომედავება და მეტყვის პროფესიონალი მეცნიერები მუშაობენ ამაზეო, ნაშრომებიც ქვეყნდება და კვლევებიც მიმდინარეობსო. მესმის და მიხარია, მაგრამ ფაქტია რომ, პოპულარული ისტორია, ანუ ე.წ. მეორადი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ ხალხისათვის გასაგებ ენაზე მოყოლილი ან დოკუმენტურ ფილმად გადაღებული, მარტივად რომ ვთქვათ "უქარქაშო ხმლების" არასაბჭოური ალტერნატივა ჯერ არ შექმნილა. თვალის ასახელად კი კიდევ ძალიან ბევრი "ბედი ქართლისა"უნდა დაიწეროს (კვლავ ლევან ბერძენიშვილი, მესმის ამ კაცის და მომიტევეთ). ჰოდა რა ხდება ამის ნაცვლად? ვიღებთ რაღაც ჰეროიკულ ისტორიულ ტელეესეებს, რომლის ტექსტებიც მხოლოდ აი კაი ლაზათიან მამაპაპურ სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელოს სათქმელად თუ გამოგადგება კაცს, მარა წარსულის გადასახარშავად და მომავლისათვის დღევანდელი გადაწყვეტილებების მისაღებად დიდწილად გამოუდეგარია. შემისწორეთ და გამომარკვიეთ თუ ვცდები რამეში.
"The way you tell the history shapes the history."
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
კომენტარები