რატომ არ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ალერგია და რატომ გვაქვს ჩვენ
ფოტო: Beth Ward
სეზონის ცვლილებასთან ერთად, დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის მესამედი მაინც განიცდის დისკომფორტს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ალერგიული რეაქციები ხშირდება ბავშვებშიც, განსაკუთრებით კი - განვითარებულ ქვეყნებში.
რას ამბობს ამ საკითხზე მეცნიერება?
ერთი შეხედვით, დაუჯერებელია, მაგრამ ალერგიის სიმპტომების თავდაპირველი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის დაცვაა. ცხვირიდან დენა, ცემინება, ცრემლდენა - ყოველივე ეს ორგანიზმიდან მავნე ნაწილაკების გამოყოფას ემსახურება.
ალერგია, თავისი განმარტებით, ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ ნივთიერებაზე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ავად არ ხდის. ასობით მილიონი ადამიანი მიწისთხილს უპრობლემოდ ჭამს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონამდე ინდივიდია, რომელსაც მიწისთხილის მცირე დოზით მიღების შემთხვევაშიც კი ყელი უსივდება.
რატომ არსებობს ალერგია?
მიზეზი, რატომ უვითარდებათ ადამიანებს ალერგია "უწყინარი" პროდუქტების მიმართ, რთული დასადგენია. არც ის არის ცნობილი, იმუნური სისტემა არასწორად აგზავნის სიგნალებს, თუ კონკრეტული საჭმელი მართლაც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანისთვის.
უმეტეს შემთხვევაში, ალერგიას ზედმეტად "მონდომებული" იმუნური სისტემა იწვევს. ანტისხეული, სახელად იმუნოგლობულინი E ანუ IgE პასუხისმგებელია ჰისტამინის გამოყოფაზე, რომელიც გაჭედილ ცხვირთან ერთად, ქსოვილების ანთებას იწვევს. განგაშის მექანიზმი, ზოგადად, სასარგებლოა, მაგრამ საჭიროსა და არასაჭირო განგაშს შორის განსხვავების დადგენაში ადამიანის სხეული მაინცდამაინც ძლიერი არაა.
ექსპერტების აზრით, მეტისმეტად აქტიური IgE ის იმუნური მექანიზმია, რომელიც ჩვენს წინაპრებს პარაზიტებისა და შხამისგან იცავდა. მაშინ, როცა ადამიანი ველურ ბუნებაში ცხოვრობდა, ამ თავდაცვით რეაქციას სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
იმუნოლოგი ქეით ველში ამბობს, რომ განსაკუთრებით შემაწუხებელ რეაქციას ადამიანი სახიფათო ადგილებთან მიახლოებისგან უნდა დაეცვა. ასე ანიშნებდა იმუნური სისტემა ჩვენს წინაპრებს, გაცლოდნენ იმ ადგილებს, სადაც ველურ ფუტკრებს მათი დანესტვრა შეეძლოთ.
ევოლუციისთვის სულ ერთია, სიმპტომები შემაწუხებელი არის თუ არა, მთავარია, მათ სასარგებლო შედეგი მოჰყვებოდეს.
დროთა განმავლობაში, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად, აქტიური იმუნური სისტემა უფრო და უფრო ღირებულ "თვისებად" იქცა, თუმცა სწრაფმა კულტურულმა ევოლუციამ IgE თითქმის უსარგებლოდ აქცია.
"წლების განმავლობაში ჩვენ უფრო და უფრო სუფთა საზოგადოება გავხდით. აღარ გვიწევს ტალახთან კონტაქტი და მიწაში ქექვა საჭმლის მოსაპოვებლად, იმუნურმა რეაქციამ კი სადმე უნდა იპოვოს გამოხატვის გზა", - ამბობს ველში. ეს ე.წ. ჰიგიენური ჰიპოთეზაა, რომლის თანახმადაც, რაც მეტ ალერგენთან თუ ბაქტერიასთან ექნება ბავშვს შეხება, მით უფრო დაცული იქნება ალერგიისგან მომავალში. იმუნურ სისტემას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, სხვა შემთხვევაში, ის მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში იქნება.
რატომ ხშირდება ალერგიები განვითარებულ ქვეყნებში?
დაჩქარებულმა განვითარებამ და ურბანიზაციამ კვებითი ალერგიებიც გამოიწვია. თუ ჩვენი ბებიები და ბაბუები მხოლოდ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს ჭამდნენ, თანამედროვე ადამიანი არასეზონურ პროდუქტსაც ჭამს, რომელიც სხვადასხვა გზით არის დამუშავებული.
კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. დასავლური კვების სტილია. იტალიელმა მეცნიერებმა ბურკინა ფასოს პატარა სოფელში მცხოვრები ბავშვების მუცლის ღრუში არსებული ბაქტერიები მათი ფლორენციელი თანატოლების ბაქტერიებს შეადარეს. ბურკინაფასოელ ბავშვებს, რომლებიც უმეტესად სეზონურ და ვეგეტარიანულ საჭმელებს ჭამდნენ, უფრო მრავალფეროვანი მიკროფლორა აღმოაჩნდათ, ვიდრე ფლორენციელებს, რომლებიც უმეტესად ცხიმსა და ნაშხირწყლებს იღებდნენ.
ადამიანის ორგანიზმში არსებული ბიომრავალფეროვნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის პათოგენებთან ბრძოლას აჩვევს იმუნურ სისტემას და ჩვენი სხეულიც უკეთესად "სწავლობს", რომ საკუთარ თავს ან უწყინარ პათონოგენებს არ უნდა ებრძოლოს,
მიუხედავად იმისა, რომ ალერგია უთვალავ ადამიანს ურთულებს ცხოვრებას, მეცნიერების მიზანი ალერგიული რეაქციების მოშორება სულაც არაა. ძალიან კარგია, რომ ორგანიზმი მოსალოდნელი საფრთხეებისთვის მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საფრთხეებში ხანდახან ყვავილის მტვერი და შოკოლადიც იგულისხმება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები