კაფკა საშინელი ბოიფრენდი იყო - თუ არ გჯერათ, მისი წერილები წაიკითხეთ
1912 წლის სექტემბერში ჩეხმა მწერალმა, ფრანც კაფკამ ერთ ღამეში დაწერა მოთხრობა "Das Urteil" ("განაჩენი"), რომელიც ფელიჩე ბაუერს მიუძღვნა - ქალს, რომელსაც ექვსი კვირით ადრე შეხვდა. მოთხრობა, რომელიც ემოციურად დეფორმირებულ ურთიერთობას აღწერს ახლადდანიშნულ ახალგაზრდა კაცსა და მამამისს შორის, ერთგვარი ალუზიაა სიყვარულის შეუძლებლობის შესახებ. მწერლისა და ახალგაზრდა ქალის ურთიერთობა თავიდანვე არაორდინალურად დაიწყო. ბაუერი ბერლინში ცხოვრობდა და მუშაობდა, კაფკა კი - პრაღაში.
წყვილი ერთმანეთს 1912 წელს, მაქს ბროდის სახლში შეხვდა. ამ მომენტისათვის კაფკამ უკვე იცოდა, რომ ცხოვრებას წერას მიუძღვნიდა. შემოქმედებას ის სადაზღვევო კომპანიაში მუშაობას უთავსდება, შესაბამისად - ღამე წერდა ხოლმე. ფელიჩესა და კაფკას ურთიერთობა ხუთი წელი გრძელდებოდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ისინი სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მწერალი ყოველთვის პოულობდა საბაბს მოგზაურობისათვის თავის ასარიდებლად: ხან საქმეს იმიზეზებდა, ხანაც - ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასე რომ, წყვილი მხოლოდ წერილებს ცვლიდა ერთმანეთში.
"როგორ შეიძლება იმედი გქონდეს, რომ მეორე ადამიანს მხოლოდ სიტყვებით აიძულებ შენთან დარჩენას?" - წუწუნებდა კაფკა, თუმცა ფაქტია, რომ ეს უცნაური ურთიერთობა მალე სულაც არ დამთავრებულა. კაფკა შეყვარებულს დღეში ორჯერ წერდა წერილს და ბრაზობდა, თუ მისგან პასუხი უგვიანდებოდა. ერთ-ერთ წერილში მწერალი უკმაყოფილებას შეულამაზებლად გამოხატავს: "როგორც ჩანს, მოგბეზრდი. ამას სხვა ახსნა არ აქვს", მოგვიანებით კი ბოდიშს იხდის: "გთხოვ, დარჩი ჩემთან, არ მიმატოვო". 1913 წელს კაფკამ ფელიჩეს მისწერა: "ამდენი წერილის გაგზავნა უკვე სიგიჟეა. გუშინ ამასთან დაკავშირებით წერილის წერა დავიწყე, რომელსაც ხვალ გამოგიგზავნი" - როგორი მსუბუქი ირონიაა, არა?!
"ძვირფასო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები, მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება: ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის"
ჩვენამდე კაფკას მიერ ბაუერისთვის გაგზავნილი 500-მდე წერილია მოღწეული. მათ უმრავლესობაში მწერალი ორადაა გახლეჩილი: ერთი მხრივ, მას მარტოობა სჭირდება იმისთვის, რომ წეროს, მეორე მხრივ კი, სიყვარულიც სურს. ის დროდრო წყვეტს, რომ ამ ურთიერთობას წერტილი უნდა დაუსვას, მოგვიანებით კი ისევ აგრძელებს წერილების გაგზავნას. წყვილი 1914 წელს დაინიშნა და კაფკამ ფელიჩეს მშობლებიც კი გაიცნო. ამ შეხვედრას მწერალმა საკუთარ დღიურში კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ "ხელფეხშეკრულად გრძნობდა თავს". ამ და სხვა მიზეზების გამო ნიშნობა გაუქმდა. 1915 წლის იანვარში კი კაფკამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და განაცხადა: "ბევრს აღარ მოგწერ. წერილების წერით ვერაფერს მივაღწიეთ".
1913 წლის თებერვლის წერილში კაფკა წერს: "ფელიჩე, შენ იმხელა ძალაუფლება გაქვს ჩემზე, რომ ვფიქრობ, შეგიძლია იმ კაცად მაქციო, რომელიც ყველაფერს შეძლებს". მიუხედავად იმისა, რომ კაფკას გულწრფელად უყვარდა ბაუერი, სამუშაოზე კონცენტრირებული ცხოვრების გადაწყობა შეუძლებელი აღმოჩნდა. 1917 წლის ივლისში წყვილი მეორედ დაინიშნა, თუმცა მწერლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არა მხოლოდ ნიშნობა ჩაიშალა, არამედ ურთიერთობაც დასრულდა. ფელიჩემ ოჯახის შექმნა და ბავშვების გაჩენა გადაწყვიტა, კაფკამ კი 1920-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ქალთან გააბა ურთიერთობა, 1924 წელს კი გარდაიცვალა.
ნაწყვეტები წერილებიდან:
"ძვირფასო, ასე იოლი არაა რასაც შენ მწერ: მშობლები, ახალი წელი, ყვავილები, მაგიდასთან შემომსხდარი საზოგადოება; ეს ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის"
"შენ ამბობ, რომ არც შენ განიჭებს სიამოვნებას, ჩემს სახლში, ჩემი ოჯახის წევრებთან ჯდომა. რა თქმა უნდა, ამით შენს აზრს გამოთქვამ და სულ არ ითვალისწინებ, მახარებს თუ არა ეს. რასაკვირველია, შენგან საპირისპირო აზრის გაგება უფრო მესიამოვნებოდა. გთხოვ, ამიხსნა, რაში მდგომარეობს შენთვის ეს უსიამოვნება. რა არის ამის მიზეზი"
"მე უპირობო ბედნიერებას ვერ შემოგთავაზებ, მაგრამ უპირობო ტანჯვა - რამდენიც გინდა"
"არ მინდა იმის ცოდნა, რომ გიყვარვარ. თუ ეს მეცოდინება, როგორ გავუძლო, რომ ოფისში ვიჯდე, ნაცვლად იმისა, რომ მატარებელს მოვახტე და შენკენ გამოვფრინდე. თვალებს დავხუჭავდი მატარებელში ჩაჯდომისას და მხოლოდ მაშინ გავახელდი, როცა შენთან ვიქნებოდი. რატომ არ ვიქცევი ასე? მოკლედ, რომ გითხრა, ჩემი ჯანმრთელობა მარტო ყოფნისთვისაც საკმარისად ცუდია, არათუ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა ან მამა გავხდე"
"შენ ვერ აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი საქმე. სწორედ ამიტომ, როცა წერის გამო ვღელავ, შენთვის ეს სრულიად გაუგებარია. შენ ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ხარ და ჩემი ნაწერების ყველაზე დიდი მტერი"
"შენ ბევრს საუბრობ ბინაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვებს უფრო ეთანხმები, ვიდრე მე. სხვები კმაყოფილები არიან ოჯახით და საკუთარი ცხოვრებით. მე ასე არ შემიძლია. მე ამით ვერ დავკმაყოფილდები. არ მაქვს ბიზნესი, რომელიც ქორწინებას უზრუნველყოფს. არ მჭირდება მუდმივი სახლი და ბურჟუაზიული ყოველდღიურობა. არათუ არ მჭირდება, მაშინებს კიდეც"
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები