სამოცდაექვსი ადამიანი დაიღუპა ირანში სამგზავრო თვითმფირნავის ჩამოვარდნის შედეგად.

Aseman Airlines-ის თვითმფრინავი შიდა ფრენას ახორციელებდა თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ იასუჯის მიმართულებით.

Al jazeera-ს ცნობით, ბოინგი ATR-72, რომელიც მოკლე დისტანციაზე საფრენად გამოიყენება, და ირანის სხვა სამგზავრო საავიაციო ფლოტი საერთაშორისო სანქციების გამო დაძველდა.

2015 წელს ბირთვული შეთანხმების შემდეგ, ირანმა ხელი მოაწერა გარეიგებას თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებთან Airbus და Boeing ახალი თვითმფრინავების შესაძენად.