საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა, რომლის მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები არიან: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ხარშილაძე, აკია ბარბაქაძე, კახა გოგიძე, პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, გიორგი მელაშვილი და ირაკლი ტაბლიაშვილი.
პლატფორმის მიზნები საზოგადოებას, მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პაატა დავითაიამ გააცნო.
"საქართველოს ტერიტორიის წინაშე არსებული საფრთხეების მომატების გამო, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვერთიანდებით, როგორც ზეპარტიული გაერთიანება და რომელთათვის საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, ვაცხადებთ საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის შექმნას.
ჩვენ გავერთიანდით მტკიცე რწმენით, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, ჰიბრიდული საფრთხეები, სეპარატიზმის წახალისება და ოკუპირებულ რეგიონებში დემოგრაფიული ცვლილებების ძალადობრივი გზით განხორციელება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
პლატფორმის მიზნებია:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე;
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისა, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის არ აღიარების პრინციპების განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ძალის გამოყენებით მიტაცების სამართლებრივი შეფასების ხელშეწყობა;
ოკუპირებულ რეგიონებში მარიონეტული რეჟიმებისა და მათი ლიდერების, აგრეთვე ანექსიური პროცესების ხელშემწყობი პირების მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლის დევნის ინიცირება;
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რუსული ჰიბრიდული და ანექსიური საფრთხეების შესახებ;
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან აქტიური თანამშრომლობა ანექსიის რისკებისა და ოკუპაციის საკითხებზე;
საერთაშორისო პარტნიორებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, დიპლომატიურ მისიებთან სამუშაო შეხვედრებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული აქტორების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების საკითხის მხარდაჭერა", — განაცხადა დავითაიამ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
კომენტარები