ყოფილი ტყვეების აუტანელი ყოფიერება კონფლიქტის ზონაში
ფოტო: ამერიკის ხმა
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიურობა რთული არა მხოლოდ იმის გამოა, რომ მათ ომი რამდენჯერმე ნახეს, არამედ იმიტომაც, რომ ოკუპაცია გრძელდება და მას მრავალფეროვანი გამოხატულება აქვს. გარდა იმისა, რომ მავთულხლართებს ავლებენ, რაც არამდგრადობის, არასტაბილურობის განცდას ქმნის, აქ ადამიანებს ყოველდღიურად იტაცებენ. ეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ინდივიდუალური პრობლემების მთავარი წყაროა.
ნანა ვანიშვილი კონფლიქტის ზონაში უკანონოდ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მსხვერპლია. ის მშობლების სახლში მიდიოდა და ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა ექვსი დღით.
ნანა ცნობილი მამის შვილია. დათა პაპას ყველა იცნობს და არა მხოლოდ საქართველოში. უცხოელი პოლიტიკოსები, მაღალი რანგის პირები, დიპლომატები მას ხშირად აკითხავენ ხურვალეთში და მავთულხლართებს მიღმა ესაუბრებიან. ნანა ვანიშვილი სწორედ მის სახლში მიდიოდა მეუღლესთან და ექვსი წლის შვილთან ერთად, როდესაც დააკავეს.
ეს 2013 წელს მოხდა. ნანა ამერიკის ხმასთან პატიმრობის ამბავს იხსენებს:
"პატარა ტრაქტორით მივდიოდით დედაჩემთან მე, ჩემი შვილი, მეუღლე და მისი მეგობარი ზეღდულეთიდან. წითელუბნისკენ უნდა წახვიდე, ესაა მოკლე გზა ხურვალეთამდე. გზა მინდორზე გადის. წითელუბანს რამდენიმე მეტრით ავცდით, გამოვეხედე უკან და დავინახე, რომ ვიღაცები მოდიოდნენ. ჩვენ გავაჩერეთ ტრაქტორი. ისინი მოვიდნენ, ორნი იყვნენ, ძაღლთან ერთად. გვითხრეს, საზღვარი დაარღვიეთო. მე ვუთხარი, არაა ნიშანი და რომ მცოდნოდა საზღვრის შესახებ, ხომ არ წამოვიდოდი აქეთ-მეთქი. აქ გავიზარდე, აქ ვცხოვრობ რამდენი წელია, ხურვალეთიდან წითელუბანში დავდიოდი ფეხით და არ ვიცოდი არანაირი საზღვრის შესახებ.
გვითხრეს, უნდა წაგიყვანოთო. დაგვსვეს ჯიპის მაგვარ მანქანაზე მე, ჩემი მეუღლეც, შვილიც და ჩვენი თანმხლები ბიჭიც და მიგვიყვანეს სოფელ გდულეთში. მე ამასობაში მოვასწარი ტელეფონზე დარეკვა მეგობართან და ვთხოვე ჩემი მშობლებისთვის შეეტყობინებინა ჩვენი ამბავი. დღის 5 საათზე დაგვაკავეს და გდულეთის განყოფილებაში ღამის პირველ საათამდე ვყავდით. შემდეგ ცხინვალიდან ჩამოვიდა მანქანა, ძველად სასწრაფო დახმარების მანქანები რომ იყო, ისეთი. დაგვსვეს და წაგვიყვანეს ცხინვალში. კიდევ კარგი, შევძელი ჩემი შვილი დისთვის გამეყოლებინა, რომელიც გდულეთში მოვიდა. იყოჩაღა, ბავშვი პირდაპირ გამომგლიჯა ხელიდან, ცხინვალში გადაყვანას რომ აერიდებინა და გაიქცა".
ნანამ და მისმა მეუღლემ ექვსი დღე გაატარეს ცხინვალის ციხეში.
"ჩემს მეუღლეს ძალიან ეშინოდა, რადგან სულ სროლების ხმა ისმოდა - ცხინვალში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, შემდეგ შაბათ-კვირა დაემთხვა და ასე, ერთი კვირა დავყავით იქ. 6 ათასი რუსული რუბლი გადაგვახდევინეს. გამოსვლის შემდგომ დაგვჭირდა მკურნალობა. ჩემი მეუღლე სიმსივნით დაავადდა, ძროხებიც გავყიდეთ, მეც ყველაფერი ამტკივდა... შიში მაქვს სულ."
ნანას მეუღლე დაკავებიდან ორი წლის შემდგომ გარდაიცვალა. ნანა ვანიშვილი დღეს უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 10 წლის შვილის ეგრეთ წოდებული "ობლობის" თანხაა.
ნანა ვანიშვილის მდგომარეობა ორიგინალური არაა. ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს, სადაც ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად აკავებენ, მძიმე ისტორიები ყოფიერების ნაწილია.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, სხვებთან ერთად, იმ ადამიანების ფსიქო-სოციალურ გაჯანსაღებაზე მუშაობს, ვინც, ეგრეთ წოდებული, უკანონო დაკავების მსხვერპლი აღმოჩნდა.
ნინო ბალოიანი, ცენტრის გორის ოფისის ფსიქოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რომ მათი საერთო მახასიათებელი დაუცველობისა და უსამართლობის განცდაა.
"ჩვენთან ვინც ხვდება, რეაბილიტაციისთვის, დაუცველობისა და საფრთხის განცდა აქვთ, რადგან საკუთარი ეზოებიდან იტაცებენ. ამის გამო, უმრავლესობას თავიდან შოკური მდგომარეობა აქვს - ვერ ხვდებიან, რა მოხდა. შემდგომ, როდესაც აანალიზებენ მომხდარს, განიცდიან ბრაზს. აქვთ უსუსურობისა და უმწეობის განცდა, ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ეშინიათ. საკუთარ სახლში შესვლის ეშინიათ. შემდგომში ეწყებათ ფსიქო-სომატური ჩივილები, რაც გამოიხატება ფიზიკური ჩივილებით, მაგალითად, გულის პრობლემებს უჩივიან, არტერიული წნევის ცვალებადობას, მუცლის ღრუს ტკივილებს და სხვა, რაც პირდაპირ კავშირშია ფსიქო-სომატიკასთან. შიში პირდაპირ მოქმედებს ორგანოებზე და ამგვარი გამოხატულება აქვს. ღირსების შემლახავია მათთვის არსებული მდგომარეობა. შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, როდესაც ასეთი ფორმებით აკავებენ."
ნინო ბალოიანი ჩვენთან იმასაც ამბობს, რომ დაკავებულები, ვინც ფიზიკური ზეწოლა განიცადა, განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ. მათ მხოლოდ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ ესაჭიროებათ. ამას თან ერთვის უკიდურესი მატერიალური სიდუხჭირე:
"უსამართლობის, უმწეობის განცდა აქვთ, რადგან ვერ სარგებლობენ იმით, რაც მათი საკუთრება იყო, იქ შესვლის ეშინიათ, დარჩნენ ყველაფრის გარეშე. ასეთია უმრავლესობის მდგომარეობა, ვინც უკანონო დაკავების მსხვერპლი აღმოჩნდა."
სოფო ტაბაღუა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან ამბობს:
"ღირსების შელახვის განცდა აქვთ ადამიანებს იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ იცავს მათ ძალადობისგან. შელახულია მათი საკუთრების უფლება. ხშირად მათი ეზო და სახლი აღმოჩნდება ხოლმე სხვა "სახელმწიფოს" ხელში. მათ თავისუფლება ეზღუდებათ უკანონოდ. ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები, არ არიან კრიმინალები. ასეთი გამყოფი ხაზის პირობებში შეზღუდული აქვთ მიმოსვლა, გადაადგილების უფლება, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. ესაა მათი ძირითადი ჩივილი. გათავისუფლების შემდგომ, ქართული მხარე მათ არ აღიარებს, როგორც დაზარალებულებს. თითქოსდა მათ რაიმე დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი. თავისუფლდებიან და არც კომპენსაციას იღებენ და არც სარეაბილიტაციო სერვისს სახელმწიფოსგან“.
ადამიანთა გატაცებას ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველდღიური ხასიათი აქვს. ეს ქმედება რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც მიმართულია მოსახლეობის დაშინებისა და ორმხრივი ქართულ-ოსური კავშირების ნიველირებისკენ.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები