რეჟისორი დევიდ სენდბერგი, კულტად ქცეული Kung Fury-ის სრულმეტრაჟიან ფილმად გადაიღებს, მთავარ როლებს კი არნოლდ შვარცნეგერი და მაიკლ ფასბენდერი შეასრულებენ.

აღსაიშნავია, რომ რეჟისორმა ფილმის 30 წუთიანი ვერსია 3 წლის წინ გადაიღო Kickstarter-ის დახმარებით მიღებული დაფინანსებით. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ პროექტმა გაამართლა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია.

შვარცნეგერისა და ფასბენდერის გარდა, ფილმში მონაწილეობას მიიღებს დევიდ ჰასელჰოფიც. რომელიც ამავდროულად ფილმისთვის მუსიკასაც შექმნის.

გადაღებები 2018 წლის ზაფხულში, მაიამიში დაიწყება.