ბეტ მიდლერი და შერონ სტოუნი ახალ კომედიურ ფილმში, The Tale of the Allergist's Wife, ერთად ითამაშებენ.

სიუჟეტის ეპიცენტრში ალერგოლოგის ცოლი მარჯორია [ბეტ მიდლერი], მაღალი კლასის საზოგადოების წევრი, რომლის ცხოვრებაშიც კრიზისი იწყება. სწორედ ამ დროს ჩამოდის ქალაქში მისი ბავშვობის მეგობარი, ლი [შერონ სტოუნი] და გადაწყვეტს, რომ მარჯორის სახლში დარჩეს საცხოვრებლად.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები. კინოსურათის რეჟისორი ენდი ფიკმენი იქნება.