გიორგი მარგველაშვილი

16 Jan. 2018, 23:31

გირგვლიანის საქმეზე წელში გამართული კი არ ვართ, არამედ ვართ კომიკურ მდგომარეობაში, რომ პრეზიდენტს წარვუდგენთ ბრალს იმაზე, რაზეც იურიდიულად ბრალის წარდგენა არ არის შესაძლებელი და ამ დროს, მე რას ვგრძნობ? მე ვგრძნობ, რომ სააკაშვილმა მაჯობა ამ პროცესში, მისმა სისტემამ მაჯობა, იმიტომ, რომ ის პროკურორები და ის მოსამართლეები, რომლებიც მისი ლოგიკით და მისი აზროვნებით არიან, დღეს გირგვლიანის საქმეზე ისეთ განაჩენს დაგიდებენ, რაც შენ იმ პერიოდის ბრძოლას გახდის კომიკურს. მე არ მჯერა, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის მსხვერპლი. ეს არის მისი სისტემის, მისი ლოგიკის, აზროვნების დიალოგი. შეწყალება არ არის სამართლებრივი აქტის გასწორების მექანიზმი. შეწყალება არის ადამიანის მიმართ ლმობიერების გამოჩენის. ვის მიმართ გამოვიჩინო ლმობიერება, ვისმა სისტემამაც მოკლა გირგვლიანი, დამალა დანაშაული, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში? და ეს ყველაფერი დაუბრუნა საქართველოს სტრასბურგმა.  

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  4. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
  5. "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ", — განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა…