კომპანია, რომელიც კარფურს მზა საკვებით ამარაგებს, სურსათის სააგენტომ 1 000 ლარით დააჯარიმა
კომპანია, რომელიც დიღომში, თბილისი მოლში მდებარე ჰიპერმარკეტ კარფურს მზა საკვებით ამარაგებს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის დეკემბერში, დარღვევების გამო, 1 000 ლარით დააჯარიმა. შესაბამისი დოკუმენტები On.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
2017 წლის 7 და 8 დეკემბერს, კარფურში ნაყიდი ქათმის სალათით, ბადრიჯანი ნიგვზით, სალათითა და ბადრიჯანი მაიონეზით მოწამვლის საჩივრით სურსათის სააგენტოს ორმა მომხმარებელმა მიმართა.
ამ ადამიანებს სააგენტომ პასუხად მისწერა, რომ შემოწმების შედეგად, ჰიპერმარკეტში დარღვევები ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ სააგენტომ კრიტიკული და არაკრიტიკული დარღვევები დაადგინა შპს გურმანოში, რომელიც კარფურს მზა საკვებით ამარაგებს:
"ბიზნესოპერატორს ხორცის საყინულე მაცივარსა და ხორცის კერძების დამამზადებელ საამქროში შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე... დაჯარიმდა 1 000 ლარის ოდენობით. არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად ბიზნესოპერატორს მიეცა რეკომენდაციები და გონივრული ვადა."
ფოტო 1: On.ge / ფოტო 2: On.ge
წყარო, რომელსაც თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ ასეთ საკითხზე On.ge-ზე რამდენიმე თვის წინ მასალა წაიკითხა და იმედი გაუჩნდა, რომ რაიმე შეიცვლებოდა, მაგრამ მისივე თქმით, ყველაფერი ძველებურად გრძელდება.
"ცდილობენ მიაჩუმათონ ეს დარღვევები ყველანაირად, მათ ხელთ არსებული მეთოდებით, თუნდაც ეს მერამდენე შემთხვევაა. პატრონი კი არაა და უკვე ყველა დავიღალეთ. იქნებ ამ ბოლო შემთხვევების შემდეგ ვინმე დაფიქრდეს და ელემენტალურად დასვან კითხვები."
შპს გურმანოს გენერალური დირექტორი, სანდრო ნორაკიძე ადასტურებს, რომ სურსათის სააგენტომ დარღვევები ნამდვილად აღნოაჩინა, თუმცა ამბობს, რომ ეს სანიტარიას და ჰიგიენას არ უკავშირდება. მისივე თქმით, შეუსაბამომებები ასეთი იყო:
- მაცივარში ქათამი და თევზი მოთავსებული იყო ერთად, რაც დარღვევაა სტანდარტის მიხედვით;
- სავინტილაციო მილი არ იყო სრულყოფილად გაწმენდილი, რაც ცეცხლსაშიშია;
- ხორცის დეფროსტი (გალღობა) ხდებოდა 15 გრადუსზე, სტანდარტით კი 5 გრადუსია გათვალისწინებული.
"ჩვენ ლაბორატორიულ დონეზე ვამოწმებთ ყოველდღიურად პროდუქციას. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ჩვენი პრობლემა ყოფილიყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სურსათის სააგენტოს მიმართეს, მაგრამ ეს პროდუქცია, რასაც ჩვენ კარფურს ვაწვდით არის ვაკუუმ პარკებში ეტიკეტირებული. ყველას აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა. კარფურში ჩვენი მერჩენდაიზერები არიან, ანუ ის ადამიანები, რომლებიც სექციას ემსახურებიან. მათ იციან, რომ ყოველ საღამოს წინა დღის პროდუქტი მთლიანად იხსნება და მიდის ვეისტში," - ამბობს ნორაკიძე.
On.ge დაუკავშირდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
კომენტარები