საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოებში 1 000 284 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი მომსახურების შესაძენად ტენდერი დღეს, 25 დეკემბერს გამოაცხადა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი სატენდერო დოკუმენტში უთითებს, ოფისი ფიროსმანის ქუჩის 18 ნომერში რეალ პალასის 25 სართულიან შენობაში ეწყობა.

"შენობა ექსპლუატაციაშია მიღებულია რამდენიმე თვის უკან. 25-სართულის სახურავზე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაშენება. სახურავზე ამოდის კიბის უჯრედი და ლიფტის ტექნიკური სართული", - აღნიშნავენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.