უცნაური ფორმის ობიექტი თუ უცხო პლანეტელების ხომალდი? - დამაბნეველი აღმოჩენა
სანამ შეთქმულების თეორიტიკოსების მხარეს დადგები და სპეკულაციებს დაუჯერებ, თითქოს ეს უცხო პლანეტელების ზონდია, ჯერ მკვლევართა დასკვნა წაიკითხე. ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც უცხო, პირველ აღმოჩენაზე უამრავი სპეკულაცია, შეთქმულება მზადდება. ტაბლოიდებისთვის ნახვების მომატებისთვის საუკეთესო გზა სწორედ ფაქტებით არასწორი სპეკულაციაა. ამიტომ, სანამ კვლევა არ დასრულდება ბოლომდე, მანამდე დასკვნებს ნუ გამოვიტანთ.
როდესაც "ოუმუამუა" პირველად შენიშნეს ასტრონომებმა შორეულ მზის სისტემაში, ეს ობიექტი კომეტა ეგონა ყველას. ოუმუამუა კი ჰავაიურ ენაზე მზვერავს ნიშნავს.
თუმცა, როდესაც უფრო ახლოდან დააკვირდნენ, ის ასტეროიდს უფრო ჰგავდა და მისი კლასიფიკაცია მალევე შეიცვალა. ახლა კი, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა უფრო მეტი კვლევა ჩაატარა - და საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგი დაიდო.
კომეტებსა და ასტეროიდებს მათი შემადგენლობით ასხვავებენ ერთმანეთისგან. კომეტები ყინულისგან, მტვრისგან და ცოტა ქვისგან შედგება. ჩვენს მზის სისტემაში კომეტები მზიდან ძალიან, ძალიან შორს წარმოიქმნება, სადაც მზის სითბო ვერ ადნობს მათ ყინულს.
როცა კომეტის ორბიტა მზეს უახლოვდება, სითბო მისი ყინულის ნაწილს აორთქლებს, რომელსაც ასევე მიჰყვებიან ყინულში მოთავსებული ქვისა და მტვრის ნაწილაკები - შედეგად წარმოიქმნება ის კუდები, რითაც კომეტები არიან ცნობილი.
ასტეროიდი კი შედგება ქვისგან, მტვრისა და მეტალისაგან. მათ შეუძლიათ, კომეტებისგან განსხვავებით, მზესთან უფრო ახლოს წარმოიქმნან და არ დაპატარავდნენ მასთან მიახლოებისას.
ოუმუამუას კომეტებთან დაკავშირებული არც ერთი მახასიათებელი არ აქვს. ის მოწითალო იყო და მის გარშემო მტვერი არ შეინიშნებოდა - ეს კი იმის ნიშანია, რომ ის მკვრივი ქვითა და მეტალითაა შედგენილი, რომელიც კოსმოსურმა გამოსხივებამ გააწითლა. მასზე წყალი ან ყინული არ იყო.
სხვადასხვა ეროვნების ასტრონომებისგან შემდგარმა ჯგუფმა სპექტროსკოპიის საშუალებით ოუმუამუას ალბედოს (ანუ როგორ ირეკლავს მზის შუქს) ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ის ძალიან წააგავს გარე მზის სისტემაში არსებულ ყინულოვან უმცროს პლანეტებს, რომლებსაც მშრალი ქერქი აქვთ ყინულოვან ბირთვზე შემოხვეული.
ამ მანტიას შესაძლოა ოუმუამუას ბირთვი დაეცვა, როდესაც მან, 9 სექტემბერს, მზეს 37 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ოუმუამუას ზედაპირი ძალიან ჰგავს მზის სისტემის პატარა სხეულებს, რომლებიც ნახშირბადით მდიდარი ყინულითაა დაფარული და რომელთა სტრუქტურას კოსმოსურ სხივებთან ურთიერთქმედება ცვლის", - ამბობს ასტრონომთა ჯგუფის ლიდერი ალან ფიტსიმონსი
"ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ნახევარი მეტრის სისქის ორგანული მატერიით მდიდარმა საფარმა შესაძლოა ობიექტის ყინულითა და წყლით მდიდარი კომეტის მსგავსი ინტერიერი აორთქლებისგან დაიცვა, როდესაც ის მზემ გაათბო 300-ზე მეტი გრადუსით".
ძალიან ხნიერ კომეტებში დაგვიფიქსირებია, რომ როდესაც კოსმოსური გამოსხივება ნახშირბადით მდიდარ ყინულს ააორთქლებს ობიექტის ზედაპირის ფენებში, დარჩენილი მატერია ორგანული ნარჩენია, რომელსაც მოწითალო ელფერი დაკრავს - სწორედ ეს შეინიშნა ოუმუამუაში.
რადგან ის ძალიან წააგავს გარე მზის სისტემის ობიექტებს, მკვლევართა გუნდს მიაჩნია, რომ ოუმუამუა მტკიცებულებაა იმისა, რომ სხვა მზის სისტემებიც ჩვენი მზის სისტემის მსგავსია.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის პლანეტოშენადედი კარგად გამომწვარი ქერქით, რომელიც ძალიან წააგავს გარე მზის სისტემის რეგიონებში მდებარე პაწაწინა ობიექტებს. მას აქვს მონაცრისფრო/წითელი ზედაპირი და საკმაოდ წაგრძელებულია, ალბათ გერკინის ზომის".
"საოცარია, რომ პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც აღმოვაჩინეთ, ძალიან წააგავს ჩვენი სახლის, მზის სისტემის ობიექტებს. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენს სისტემაში პლანეტებისა და ასტეროიდების წარმოქმნის გზები ძალიან წააგავს სხვა სისტემებისას".
მზის სისტემაში შემოჭრილ უცხო სხეულზე კვლევა კვლავ გრძელდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები