კიევში იმპიჩმენტის მარშის მონაწილეებმა ოქტომრბრის სასახლეში შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა სასახლის კარების შემტვრევა და შენობაში შესვლა მოახერხა რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოქტომბრის სასახლის დაკავების მცდელობის ვიდეოს პირველი არხი ავრცელებს:

ამ დროისთვის აქციის მონაწილეების ნაწილმა ოქტომბრის სასახლის ტერიტორია დატოვა და მაიდანზე გადაინაცვლა, თუმცა მეორე ნაწილი ისევ შენობასთან რჩება. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილებს მოუწოდა, რომ ტერიტორია დატოვონ და პროვოკაციას არ აყვნენ.

დღეს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა მაიდნის მიმართულებით მოაწყვეს. მაიდანზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოქტომბრის სასახლისკენ გადანაცვლებულიყვნენ, სადაც მათი სათაო ოფისი იქნებოდა.

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters

ფოტო: Reuters