ახალი საუკუნის პირველი დიდი რომანი
მრავალი ისტორიული ტრაგედიით, მეცნიერული აღმოჩენით, ადამიანური სისასტიკითა თუ ტექნიკური წინსვლით სავსე მეოცე საუკუნის დასასრულსა და მესამე ათასწლეულის დამდეგს, ზუსტად 2000 წელს კანადელმა მწერალმა მარგარეტ ეტვუდმა გამოაქვეყნა თავისი რიგით მეათე რომანი „ბრმა მკვლელი“, რომელიც იმავე წელს დაჯილდოვდა ბუკერის პრემიით, ჟურნალმა „თაიმმა“ კი 100 საუკეთესო რომანს შორის დაასახელა.
პირველი, რითიც ეს წიგნი მკითხველს აუცილებლად მოაჯადოვებს, არის ავტორის ენა. ეტვუდი ისეთი ოსტატობით ახერხებს ერთდროულად აღწეროს მეოცე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ოჯახის ჭურჭელი, კოსმოსში არსებული ცივილიზაციის ინტრიგები თუ აკრძალული სასიყვარულო სცენები, რომ წამითაც არ გიპყრობს მოწყენილობისა და მობეზრების განცდა, პირიქით, ყოველ წინადადებას მეტი მოლოდინით კითხულობ, აბა, ახლა რა სიტყვებით მოგხიბლავს და გაგაოცებსო, რაშიც უდიდესი წვლილი მთარგმნელ თამარ ჯაფარიძეს მიუძღვის, რომელმაც ზედმიწევნით ზუსტად გადმოაქართულა ეს წიგნი. ენა ამ წიგნში (და ზოგადადაც, რა თქმა უნდა) ის უმნიშვნელოვანესი იარაღია, რომლითაც მთელი ნაწარმოების ქსოვილს შეიგრძნობ - თუ როგორ იდეალურად მოქსოვა თავისი გობელინი მწერალმა.
ენასთან ერთად არანაკლებ მდიდრული და მრავალფეროვანია წიგნის სიუჟეტი, რომელიც არ არის მოქცეულ ერთ ჟანრულ ჩარჩოში: ეს არის ოჯახური საგა, რომანი და სამეცნიერო ფანტასტიკაც კი. სიუჟეტის წყობა ცალკე ინტრიგას იწვევს მკითხველში, რადგან აქ არის წიგნი წიგნში - ორი დამოუკიდებელი ამბავი, რომელთა ხაზები მხოლოდ ბოლოს იკვეთება და მკითხველს მოულოდნელობისგან სულს უხუთავს. აქ შეგხვდებათ ნარატორის „აწმყოს“ დროინდელი ჩანაწერები, წარსულის გახსენება, ძველი გაზეთების ამონაჭერები, დამოუკიდებელი სიუჟეტური ამბები და ა.შ., რაც კითხვას უფრო შრომატევადსა და ამავდროულად, მეტად სასიამოვნოს ხდის. ამ „ორმაგი თამაშის“ გამო სიუჟეტური ხაზი მეტისმეტად ჩახლართულია და ძაფის გორგალივით ნელა, ძალიან ნელა იხსნება, ამ პროცესში კი მკითხველი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, თორემ შეიძლება ერთიანად აიბლანდოს მასში.
ამ ყველაფერთად ერთად წიგნის მთავარი ღირსებები მისი მთავარი პერსონაჟები არიან - დები აირისი და ლორა ჩეიზები - რომელთა სახეებს მკითხველი ვერასდროს ამოიგდებს თავიდან. დების ისტორია იმდენად შთამბეჭდავი, ყოვლისმომცველი და ემოციურია, რომ მათი ცხოვრების ყოველი დეტალი სუნთქვას გიკრავს. თანაც ორივე დის ისტორია თავისებურად თვითმყოფადი და განუმეორებელია, რომელთაც თავ-თავიანთი სირთულე და სისასტიკე ახასიათებს. სწორედ ამის გამოა, რომ წიგნის დასრულების შემდეგ გამუდმებით იმაზე იტეხ თავს, თუ რომელი და უფრო გიყვარს, რომელი უფრო ძლიერი იყო, ან სულაც მარტივად - რომელს უფრო მეტად ჰგავხარ შენ.
ეტვუდი თავის ამ მსუყე მოცულობის წიგნში წარმოუდგენლად ემოციური სასიყვარულო ურთიერთობის აღწერასთან ერთად ეხება ისეთ საერთო მნიშვნელობის თემებს, როგორიცაა ოჯახური თუ სექსუალური ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია, ომის საშინელება, სოციალური პრობლემები და მარტოობა. ჰო, მარტოობა ამ წიგნში დამალული ყველაზე დიდი შიში და ტკივილია, რაზეც ის ერთი მონაკვეთიც კი მიუთეთბს, როცა მთავარი გმირი ამბობს, რომ ყოველი ჩვენი ქმედება, ჩვენი ხელოვნება, ნახატის დახატვა, მუსიკის შექმნა, წიგნის დაწერა თუ ავტობუსის სკამზე მიჯხაბნილი საკუთარი სახელი ერთი დიდი ფუჭი მცდელობაა იმ შიშის დაძლევისა, რომელსაც ამ სამყაროდან უკვალოდ, უსახელოდ გაქრობა ჰქვია. სწორედ ამიტომაცაა ეს წიგნი ასეთი გენიალური, რადგან ის დაუნდობლად და სასტიკად ამზეურებს ჩვენივე მიმალულ შიშებს და საკუთარი მარტოობის უფსკრულში სულ ახლოდან გაუფრთხილებლად გადაგვახედებს.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
კომენტარები