20-ზე მეტი ფაქტი შინეიდ ო'კონორსა და Nothing Compares 2 U-ს შესახებ
ფოტო: Chrysalis
სიმღერა Nothing Compares 2 U პრინცმა The Family-სთვის დაწერა და ის ჯგუფის ერთადერთ და 1985 წელს გამოსულ ალბომში შევიდა. ის სინგლად არ იყო წარმოდგენილი და ამიტომ დიდი ყურადღება არ მიუპყრია. პრინცისთვის სიმღერის დაწერისას შთაგონების წყარო ბენდის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც შეყვარებულმა გოგომ მიატოვა.
პრინცმა სიმღერა პირველად 1993 წელს, ცოცხლად, როზი გეინსთან ერთად შეასრულა.
რაც შეეხება ირლანდიელ მომღერალს, შინეიდ ო'კონორს, მან თავისი პირველი ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს გამოუშვა. ალბომი ხშირად ისმოდა კოლეჯების რადიო-სადგურებში, თუმცა მომღერლის მსმენელების არმია არც ისე დიდი იყო.
1990 წელს ო'კონორმა Nothing Compares 2 U-ს ქავერი ჩაწერა და კლიპი გამოუშვა. სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა შინეიდს მსოფლიო აღიარება.
შინეიდის ვერსია 17 ქვეყანაში #1 ჰიტი იყო, ხოლო ამერიკაში 1990 წელს ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების ასეულში 4 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.
ო'კონორს სძულდა ის ფაქტი, რომ პოპულარობა მას Nothing Compares 2 U-მ მოუტანა და არა მისივე დაწერილმა სიმღერებმა, რომელთა გაყიდვაც უჭირდა.
Nothing Compares 2 U-ს ალტერნატიულ ჟანრში შესრულებამ შინეიდ ო'კონორს გრემი მოუტანა, თუმცა მუსიკოსი პროტესტის ნიშნად დაჯილდოების ცერემონიაზე არ გამოცხადდა და გადაწყვეტილება მუსიკის ინდუსტრიაში გამეფებულ მატერიალიზმს დაუკავშირა.
რეჟისორმა ჯონ მეიბურიმ კლიპისთვის პარიზის ქუჩებში უამრავი კადრები გადაიღო, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ვიდეოში ო'კონორის სახე გამოეყენებინა. ამ კლიპით გაიგო მსოფლიომ, თუ როგორ გამოიყურებოდა ო'კონორი სინამდვილეში და გაოცებულნი იყვნენ, რომ მას თავი ჰქონდა გადახოტრილი.
ო'კონორმა თავი კარიერის დაწყებისთანავე გადაიხოტრა, რადგან მას ხელოვნებაში განაცხადის გაკეთება სურდა და არა მისი სილამაზით ყურადღების მიპყრობა.
კლიპში შინეიდი ტირის. ეს მისი გულწრფელი ცრემლებია. "ეს მომენტი გათვლილი არ იყო, მაგრამ როცა ეს მოხდა, ვიფიქრე, რომ ეს დასაშვები იყო" - ამბობდა ის Rolling Stone-თან ინტერვიუში.
2014 წელს მან Daily Telegraph-ს უთხრა, რომ მისი ცრემლები დედას უკავშირდებოდა და კლიპის ჩაწერისას სიმღერის ტექსტი მის დაკარგვას დაუკავშირა. მომღერლის დედა ავარიაში 1985 წელს დაიღუპა. 2017 წელს ო'კონორმა თქვა, რომ დედა მასზე ხშირად ძალადობდა, თუმცა ის ენატრება.
კრის ჰილმა, რომელიც შინეიდის კლიპის ერთ-ერთი რეჟისორია, 2009 წელს გაიხსენა, რომ პირველად შინეიდის შესრულებული ვერსია მომღერლის მენეჯერმა მოასმენინა: "კასეტა ჩავრთე და ავტირდი. უბრალოდ ვიჯექი და თვალებიდან ცრემლები მდიოდა. შემდეგ მენეჯერმა შინეიდს დაურეკა და უთხრა 'კრისი ტირის'. 'ნუთუ ეს ასეთი ცუდი იყო?' - იკითხა შინეიდმა".
ეს შინეიდის ბოლო დიდი ჰიტი იყო. მან უამრავი მოიმდურა საკუთარი პოლიტიკური განცხადებების გამო. მომღერალმა ნიუ-ჯერსიში გამართულ კონცერტამდე ამერიკის ჰიმნის ჩართვაზე უარი განაცხადა, ხოლო 1998 წელს, SNL-ში გამოსვლისას რომის პაპის ფოტო დახია და კათოლიკურ ეკლესიებში გამეფებულ პედოფილიაზე გააკეთა აქცენტი.
1998 წელს, MTV-მ ო'კონორის Nothing Compares 2 U-ს ოდესმე გადაღებულ ყველაზე დიდებულ კლიპებს შორის 34-ე ადგილი მიაკუთვნა.
სათაურში "2 U" პრინცის სტილია. მის სხვა სიმღერებს ჰქვია "I would die 4 U" და "If I Love U 2 Nite."
ქავერის ჩაწერა შინეიდის მენეჯერის, Fachtna O'Kelly-ს იდეა იყო.
2015 წლის მარტში, შინეიდ ო'კონორმა განაცხადა, რომ Nothing Compares 2 U-ს აღარასდროს შეასრულებდა ცოცხლად, რადგან მისი მუსიკალური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო, არასდროს ემღერა ის სიმღერა, რომელთანაც ემოციურ კავშირს ვერ გრძნობდა:
"25 წელია ამ სიმღერას ვმღერი და უკვე 9 თვეა რაც აღმოვაჩინე, რომ მისი შესრულებისას ვეღარ ვპოულობ რაიმე ხელჩასაჭიდს, რაც ემოციას მომიტანს. არ მინდა ჩემს კონცერტზე ვინმე იმ იმედით მოვიდეს, რომ Nothing Compares 2 U-ს ვიმღერებ, რადგან მე მას აღარ შევასრულებ. მხოლოდ იმიტომ რომ ვმღეროდე, რომ ხალხს ვასიამოვნო, მაშინ ჩემს საქმეს კარგად ვეღარ შევასრულებ, რადგან ჩემი პროფესიაა ემოციურად სასარგებლო ვიყო. მე თუ მოვიტყუე, თქვენ ჩემგან ყალბ გრძნობებს მიიღებთ".
2016 წელს, როდესაც პრინცი გარდაიცვალა, Billboard Music Awards-ზე კომპოზიტორის საპატივსაცემოდ სიმღერა მადონამ შეასრულა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები