2012 წლის ოქტომბრამდე პატიმრებზე სისტემატიური ძალადობის ბრალდებით ციხეების თანამშრომელები დააკავეს
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა 2012 წლის ოქტომბრამდე პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გლდანისა და რუსთავის ციხეების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები.
"დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება", - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
უწყება საქმის გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" ქვეპუნქტებით. ამ მუხლებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირებისთვის, არაადამიანური მოპყრობისთვის, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის დგება.
პროკურატურაში ამბობენ, რომ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ სევდის გადადების ხელოვნება, ანუ როგორ ვკარგავთ ბედნიერების უნარს მოჩვენებითი სიმშვიდის სანაცვლოდ
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს ირანში ქალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება — ცნობილ მომღერალს ჰიჯაბის გარეშე სიმღერისთვის 74-ჯერ გამათრახება მიუსაჯეს
გადახედვა
-
გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი გიორგი კალატოზის გზა იუთუბერობამდე — დაიჯერე და გახსენი თიბისის ანაბარი
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს
-
ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 5 მინისტრთან ერთად ტაჯიკეთში გაემგზავრა
გადახედვა
კომენტარები