5 ახალი წიგნი გამომცემლობა "ინტელექტისგან", რომელიც წიგნის დღეებზე უნდა შეიძინოთ
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, სადაც სხვადასხვა გამომცემლობები თავის გამოცემულ წიგნებს განსაკუთრებულ ფასებში წარადგენენ. წიგნის დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადება გამომცემლობა ინტელექტი, რომელმაც სპეციალურად ფესტივალისთვის ძალიან გრძელი წიგნების კატალოგი მოამზადა.
ჩვენ წარმოგიდგენთ ინტელექტის მიერ გამოცემულ ხუთ წიგნს, რომელიც წიგნის დღეებზე აუცილებლად უნდა შეიძინოთ.
„მეზობლად“ - ქეთევან მეფარიძე
„მეზობლად“ დებიუტანტი ავტორის ექსტრავაგანტურ მოთხრობებს აერთიანებს.
გამოგონილ ქალაქებსა თუ კუნძულებზე ცხადსა და სიზმარს შორის ზღვარი წაშლილია, ვნებისაღმძვრელ პასაჟებს მჟავე ფორთოხლის სურნელი ანეიტრალებს, სევდიან ქალთევზებს რთული ხასიათის ბებიები ენაცვლებიან, სკივრში ჩაკეტილი, სიცოცხლეწართმეული გოგონების ისტორიებისა თუ ჩახლართული მეზობლური ურთიერთობების კვანძი ორიგინალურად იხსნება.
წიგნში ტაფად ქცეულ თუ სიკვდილთან მოსაუბრე ქალებსაც აღმოაჩენთ და ყოველდღიურობის რუტინული უდარდელობის დაკარგვის სიმპტომებშიც საფუძვლიანად გაერკვევით. მოსაუბრე ნივთები კი მოვლენებსა და პერსონაჟებს სრულიად მოულოდნელ რაკურსებში წარმოაჩენენ.
ქეთევან მეფარიძემ სადებიუტო მოთხრობა 2007 წელს, ლიტერატურულ კონკურს „ალუბლობისთვის“ დაწერა და „რიტმული პროზის“ ნომინაციში გაიმარჯვა.
2014 წელს სტუდენტურ-ლიტერატურულ კონკურსზე „შემოდგომის ლეგენდა“ პირველი ადგილი დაიმსახურა.
2015 წელს კი ბათუმში გამართული ლიტერატურული ფესტივალის – „ინსომნიას“ ფინალისტი გახდა.
სწორედ ამ კონკურსებისთვის შექმნილ მოთხრობებს აერთიანებს მისი სადებიუტო წიგნი.
„ხუთი კუთხე“ - მარიო ვარგას ლიოსა
„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.
რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.
„ხუთი კუთხე“ ლიოსას აზრით, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
კოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, ბოროტმოქმედების, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა.
ესპანურიდან თარგმნა მაკა გოგოლაშვილმა.
„პოეზიის დიქტატურა“ - ზურაბ რთველიაშვილი
მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევაა, მეომრის პოზა კი – ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. ასეთია არტისტი და პერფორმერი, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.
ის 21-ე საუკუნის პოეტია – და ამაში მხოლოდ „თანამედროვეობა“ კი არ იგულისხმება, არამედ ყველა იმ აქცენტის, ნიუანსის, ტენდენციის ერთგულება, რაც ჩვენს საუკუნეს და მასში მყოფ/მებრძოლ ადამიანს ახასიათებს. ის სამოქალაქო პოეტია, ხიბლავს ბარიკადები და თავის ლექსებს მეგაფონით უკითხავს მსხვერპლსაც და ჯალათსაც – მათ, ვინც თანაბრად დააზარალა სისტემამ.
ეს წიგნი ზურაბ რთველიაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – პოემიდან პოეტურ სცენარამდე. ავტორისთვის უცხო არაა ლირიკა და ესთეტიკური ტკბობა, ოღონდ ამ ყველაფერზე აზრი უნდა მბრძანებლობდეს. აზრი კი დაახლოებით ასე ისმის: სიტყვა ყველაფერია და ის ხორცშესხმული იარაღია, მთავარია კაცობრიობამ მშვიდობა აირჩიოს!
„პეპიტა ხიმენესი" - ხუან ვალერა
ხუან ვალერას (1824-1905) ფსიქოლოგიური რომანი „პეპიტა ხიმენესი" ესპანური რეალისტური პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა სემინარისტის სიყვარულის ამბავი ლამაზი ყმაწვილი ქვრივი ქალისადმი. ამ თითქოსდა უბრალო ამბის მიღმა ყურადღებას იპყრობს საოცარი სიღრმისეული ოსტატობით გადმოცემული ადამიანური განცდები, მათი ზუსტი ანალიზი, ადამიანის სულის სიფაქიზე.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღვთის მსახურებაზე, მღვდლობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად აღმოჩნდა დილემის წინაშე...
წიგნი ესპანურიდან ელზა ახვლედიანმა თარგმნა.
„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ - თამთა მელაშვილი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ წიგნია წარსულის მეხსიერების შესახებ, რომელიც ქართულ-გერმანული ურთიერთობის
200-წლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა.
აქ რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი, რომელიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ მოგვითხრობენ.
თამთა მელაშვილი არის რომანების – „გათვლა“ (2010), „აღმოსავლეთით“ (2015) და მოთხრობების კრებულის „მარინეს ანგელოზები“ (2017) ავტორი.
„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ კი, ზეპირი ისტორიებით შედგენილი მისი პირველი წიგნია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის დღეები ოთხი დღის განმავლობაში, 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიაში ჩატარდება. წიგნის დღეების ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობები თავიანთ წიგნებს წარმოადგენენ, რომლებზეც უპრეცედენტო ფასდაკლდება იმოქმედებს.
მსგავსი სტატიები:
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა




კომენტარები