"ვერანაირი სარჩელი ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის" — ბერდია სიჭინავა "ოცნების" სარჩელზე
"გახარია საქართველოსთვის" პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს.
სიჭინავა აცხადებს, რომ "ვერანაირი სარჩელი ვერ შეცვლის მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას და ვერ შეაჩერებს მათ ბრძოლას საქართველოსთვის".
"გვსურს გამოვეხმაუროთ, გუშინ ოცნების მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც ოცნების ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა და ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც ოცნება ბოლო წლებია საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად.
ვერანაირი სარჩელი, მით უფრო იმ ადამიანების, ვინც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობენ თავიანთი სიტყვებითა დაგადაწყვეტილებებით, ვერ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას და ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის. მეტი მოტივაციითა და ენერგიით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში — საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა პლატფორმაზე ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები "ითხოვენ", რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც, პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
ოცნება ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს ჩვენი პატრიოტი, ერთგული და უანგარო მხარდამჭერების ხმა გააქროს პოლიტიკიდან და მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს.
ოცნებას ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური შეფასება, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, როდესაც სამაჩაბლოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ისტორიული მიწების ანექსიური პროცესები მიდის ოცნების ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე. ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება არის პოლიტიკური ლოგიკის გარდაუვალი შედეგი და ამას გააკეთებს თავად ქართველი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით", — განაცხადა სიჭნავამ.
ქართული ოცნება მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, 14 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები