წყლის დალევა საჭმელთან ერთად არ შეიძლება — მითი თუ რეალობა?
ფოტო: fmchealth
ხშირად გვესმის მსჯელობა იმის შესახებ, როდის არის წყლის დალევა სასურველი. ამ თემაზე მეცნიერულ მოსაზრებებთან ერთად, უამრავ მითსა და დეზინფორმაციასაც შეხვდებით. ამიტომ, ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით, რას უნდა მივაქციოთ რეალურად ყურადღება.
ზოგადი ორიენტირის სახით, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანო (EFSA) ზრდასრული ქალებისთვის დღეში დაახლოებით 2 ლიტრ, კაცებისთვის კი 2.5 ლიტრ წყლის მიღებას გვირჩევს. ეს რაოდენობა მოიცავს არა მხოლოდ წყალს, არამედ საკვებიდან და სხვა სასმელებიდან მიღებულ სითხესაც. ბუნებრივია, ეს რიცხვი იზრდება სიცხის, ინტენსიური ფიზიკური აქტივობისა და სხვა პირობების დროს.
წყლის დალევა დილით
ფოტო: Naturally Yours
უზმოზე წყლის დალევა კარგი პრაქტიკაა, განსაკუთრებით თუ გაღვიძებისას გწყურიათ. ძილის დროს რამდენიმე საათის განმავლობაში ორგანიზმი სითხეს არ იღებს, ამიტომ დილას წყლის დალევა ამ ბალანსის აღდგენას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს უზმოზე დალეულ წყალს განსაკუთრებული "გამწმენდი" ეფექტი აქვს.
ჭამამდე ან ჭამის დროს
მითია, რომ ჭამის დროს წყლის დალევა საჭმლის მონელებას აფერხებს. მოსაზრება, თითქოს წყალი კუჭის მჟავას ან საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს ისე "აზავებს", რომ მონელება ფერხდება, სამეცნიერო მტკიცებულებით არ დასტურდება.
უფრო მეტიც, კვლევების მიხედვით, ჭამამდე 500 მლ წყლის მიღებამ ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა დროებით გაზარდოს დანაყრების შეგრძნება, შეამციროს მიღებული საკვების რაოდენობა და ხელი შეუწყოს წონაში ჯანსაღად კლების პროცესს.
ვარჯიშისას
ფოტო: Adobe Stock
შეხედულება, რომ ვარჯიშის დროს წყლის დალევა არასასურველია, არასწორია. ფიზიკური აქტივობისას ორგანიზმი ოფლით სითხეს კარგავს, განსაკუთრებით სიცხეში ან ინტენსიური დატვირთვისას, ამიტომ წყლის მიღება მნიშვნელოვანია როგორც ვარჯიშამდე, ისე ვარჯიშის დროსაც.
ძილის წინ
ფოტო: Healthline
ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის მიღებამ შესაძლოა მშვიდი ძილი შეაფერხოს, ამიტომ სასურველი არ არის, თუმცა ორგანიზმზე უარყოფითი გავლენა არც ამას აქვს.
საბოლოოდ, წყლის დასალევად უნივერსალური "საუკეთესო დრო" არ არსებობს. ყველაზე სწორი მიდგომაა სითხის რეგულარულად მიღება დღის განმავლობაში, წყურვილისა და ორგანიზმის საჭიროების შესაბამისად.
როდის არის საჭირო სიფრთხილე?
ჯანმრთელი ადამიანისთვის წყლის დალევა, მათ შორის ჭამის დროს, ჩვეულებრივ უსაფრთხოა. თუმცა, მძიმე გულის უკმარისობის ან თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს ორგანიზმს შესაძლოა ზედმეტი სითხის გამოდევნა გაუჭირდეს. ასეთ შემთხვევაში ჭარბმა სითხემ შეიძლება ხელი შეუწყოს შეშუპებას, ქოშინს ან სხვა გართულებებს. ამიტომ სითხის რაოდენობა ასეთ პაციენტებში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ექიმის რეკომენდაციით.
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
-
ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში ელენე ხოშტარია: N6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები არიან მძევლები კრიმინალების ხელში
გადახედვა
-
საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა და $8.17 მლრდ-ს მიაღწია — სებ
გადახედვა
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება საფრანგეთში სკოლებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება — აქციები 40 ქალაქში იმართება
გადახედვა
კომენტარები