ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია
27 ივნისს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. კონფერენციის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გააკეთა კომენტარი და თქვა რომ "პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი [გახარიას პარტიის] მხრიდან.
"ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს თავისთავად ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დასწყდებოდათ, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა ძალიან გული დამწყდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას, რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება, კადრებს თუ გადავხედავთ ნათლად ჩანს.
[...] პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხვდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან.
[...] საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა.
[...] როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, აშშ, საკმაოდ ხშირია ასეთი ტიპის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. ძალიან ხშირია ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს.
ცოტა სასაცილოა ამდენად გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით იმ ფონზე, რომ სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ძალიან ხშირია", — თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მამამისის, ბიძინა ივანიშვილის რეაქცია პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე "ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება" და "თვითონაც აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია".
"მამაჩემი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება ამ კუთხით, ჩემი გადმოსახედიდან. ერთად არ გვინახავს ეს კადრები. როგორც გითხარით, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე მისთვის, ეს ყველაფერი იყო, რა თქმა უნდა, სამწუხარო დასანახი. პირადად თვითონაც აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. როგორც უკვე ვთქვი, რომ ვერბალური და ფიზიკური ძალადობაც დაიწყო გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა, მაგრამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს "ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა. მათაც გააჩნიათ თავისი ღირსება", — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
მან მედიასთან საუბრისას ისიც თქვა, რომ "პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ აქვს". ფილოსოფიის და ხელოვნების ისტორიას იკვლევს და ხატავს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე კი მხოლოდ სტუმრის სტატუსით იმყოფება..
"ძალიან ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის. არასდროს მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვსწავლობ, აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელია, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ამ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიის და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით, რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციისგან, ამიტომ თავისთავად სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს," - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
კომენტარები