ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
პარტია საქართველოსთვის წევრი ქეთევან ბაკარაძე, 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ "უკვე მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე". მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის სილის გაწვნის ფაქტს, თავად აღმოჩნდა ძალადობაში მონაწილე.
"უკვე მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატები გახარიას პარტიის 12 წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას. პარალელურად ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რომლებსაც ერთხმად სკანდირებდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლობის, ოჯახის სიწმინდისა და ქალთა ღირსების დამცველებად წარმოაჩენენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გორდულაძე, რომელიც განსაკუთრებული სიმკაცრით აკრიტიკებდა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციის მაღალჩინოსნისთვის სილის გაწვნის ფაქტს, თავად აღმოჩნდა ძალადობაში მონაწილე. კადრებში ჩანს, როგორ ესხმის თავს კოლეგას განსაკუთრებული აგრესიით. თუ ერთ შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა არსებობდა, იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ამ შემთხვევაშიც.
ამავე დროს, ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა, წინასაარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დამამცირებელი მოპყრობის, დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის ობიექტი გახდა. ამის პარალელურად კი მმართველი პარტიის დეპუტატების მიმართ სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის რეაგირება კვლავ არ ჩანს.
ახლადშექმნილი ე.წ. "სქროლვა-სქრინვის" დეპარტამენტი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს აკვირდება და მოქალაქეთა საქმეები სასამართლომდე მიაქვს, თუმცა, როდესაც საქმე საჯაროდ დაფიქსირებულ, შესაძლო ჯგუფურ ძალადობას ეხება, სისტემა დუმილს ამჯობინებს.
კანონის უზენაესობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ის ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულება სამართლის აღსრულების ინსტრუმენტი კი არა, შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმად იქცევა" — წერს ქეთევან ბაკარაძე.
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
კომენტარები