მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
"ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას", — ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკითხს".
"რაც შეეხება მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ინტერესით, მოლოდინით, იმედით და კეთილგანწყობით ველოდებით, როდის გაეცემა ყველა კითხვას მედიკამენტებთან დაკავშირებით პასუხი, როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები შესყიდვას. ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ძალიან სერიოზულად უნდა გაზომოს ყველა სიტყვა, რომელსაც იძახიან თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეს სრული პასუხია დანარჩენი ევროპისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაჭრის გზებს ეძებს", — განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სამუშაო პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს მშობლების, პაციენტებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა კონკრეტული, ლოკალური, თუნდაც პრობლემების გადაჭრა მოხდეს.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროში ინფორმაციის მიღება და მედიკამენტების გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.
"ამასწინათ გახლდით შვეიცარიაში მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც მქონდა შესაძლებლობა არაერთ სახელმწიფოსთან ძალიან მაღალ დონეზე გაგვემართა შეხვედრები, სადაც პრაქტიკულად ზუსტად იგივე საკითხების თაობაზე მსჯელობენ, იქაც ევროპულ სახელმწიფოებში და იქაც, ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე არ იღებენ გადაწყვეტილებებს", — აღნიშნა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, უკვე ერთ თვეზე მეტია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, შვილებისთვის ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. საქართველოში ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზით 80-მდე ბავშვი ცხოვრობს.
მშობლები სახელმწიფოსგან ოთხი ძირითადი პრეპარატის: ელევიდისის (Elevidys), ეგზონის სკიპერის (Exon-skipping), ჯივინოსტატისა (Givinostat) და ვამოროლონის (Vamorolone) შემოტანას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელმა ოთხივე მათგანზე გასცა ნებართვა, ხოლო ევროპამ — ორზე, საქართველოში მათი დანერგვა კვლავ ბიუროკრატიული და ეთიკური დისკუსიის საგანია. ხელისუფლება მედიკამენტების შემოტანაზე უარის თქმას არასაკმარისი კლინიკური გამოცდილებითა და უსაფრთხოების რისკებით ხსნის.
- ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
- "დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონით 1 670 938 ლარი შეგროვდა
- ანდრო ჭიჭინაძე: ბავშვებო, უკეთესობისთვის ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება!
- რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
- ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
- "ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა
- დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს თანამედროვე მედიკამენტების ან მათი მომწოდებელი კომპანიების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები