კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ "ავლაბარში" უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა.
კალაძის თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და აუცილებლად მოსაკვლევია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.
"უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა "ავლაბრის" მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ — ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის.
მინდა, დავავალო ჩვენი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ აღნიშნული საქმის მოკვლევა. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა კომპანიები, ამა თუ იმ პროექტზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მნიშვნელოვანია სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ვნახე ფოტოებიც, სანიაღვრე მილები ერთმანეთთან აცდენილი იყო და რატომ იყო აცდენილი, ამაზეა პასუხი გასაცემი. არ ვიცი ვისი ბრალია —კომპანიის, მიმღების თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას", — განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მიმართა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც დედაქალაქის მერიის პროექტებზე მუშაობს, რომ სამუშაოების შესრულების დროს პასუხისმგებლობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ზოგადად მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე და ჩვენზე. ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. კომპანიებმა, რომლებიც მერიის პროექტებზე მუშაობენ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებს ვატარებთ იმიტომ, რომ ათეულ წლებს გაუძლოს, ყველაფერს ძირეულად ვცვლით, იქმნება დისკომფორტი, სამუშაოებს მეტი დრო სჭირდება, გადაადგილება იზღუდება, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებს სხვანაირად ვერ შევასრულებთ. როგორც ჩვენ, კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს ქალაქი მხოლოდ თბილისის მერიის მთავრობის წევრების ხომ არ არის, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ დედაქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის", — აღნიშნა კახა კალაძემ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები