ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია
"მეუბნებიან, რომ თაღლითი ვარ, რომ ვარ "ფულის გამთეთრებელი", უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ" — განაცხადა სასამართლო პროცესზე თაღლითობისა და "ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას IPN-ზე დაყრდნობით "TV პირველი" ავრცელებს.
კილაძის თქმით, მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი პროცესი "მამუკა მდინარაძის შურისძიებაა" და უკავშირდება მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ სამი თვის განმავლობაში მისი და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
"პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.
3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.
მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.
ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს [მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...
მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია, "ფეისბუქიდან" ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა
რაც შეეხება "ქოლ ცენტრებს", ორგანიზებულ ჯგუფს თქვენ აფარებთ ხელს. ხომ თვლიან, რომ დამნაშავე ვარ, გამასამართლეთ საჯაროდ.
მე შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფაქტებზე, ისეთ რამეს მაბრალებენ, რასაც ვებრძოდი. "ქოლ ცენტრებით" დაინტერესება დაიწყო ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ის თანამდებობის პირებს ასახელებდა, მე მეორე მხარეს, კეზერაშვილს და ა.შ. ერთადერთი ბერკეტი მრჩება, სასამართლოზე მოწმეთა ჩვენებები ჩამოვანგრიო, მინდა პროცესი იყოს ღია.
მეუბნებიან, რომ თაღლითი ვარ, ვიღაც გერმანელები მოვატყუე და მეუბნებიან, რომ ვარ "ფულის გამთეთრებელი", უნდათ, რომ რეპუტაციულად დაასრულონ ჟურნალისტი ელისო კილაძე და დაასრულეთ საჯაროდ", — განაცხადა მან.
სხდომის დაწყებისას პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლოს პროცესის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მისი განმარტებით, მოწმეების უსაფრთხოება მაღალი რისკის ქვეშაა, რადგან ისინი, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მამხილებელ ჩვენებებს აძლევენ და შესაძლოა, მათზე ზეწოლა განხორციელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროცესის საჯაროდ წარმართვა მოითხოვა, მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა.
ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. "ქოლ-ცენტრების" საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით მიქაძე და გიორგი მიქაძე. პროკურატურის ვერსიით, კილაძე დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა იმ შემთხვევაში, თუ "ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების საფრთხე იარსებებდა.
- ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
- ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
- ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
- ბენ ანორის ადვოკატის განცხადებით, ელისო კილაძის დაკავება მათი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა
- ელისო კილაძე: "ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით"
- მიხეილ სააკაშვილი: ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში!
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები