30 წელი ბავშვების მხარდასაჭერად — ორგანიზაცია ბავშვი და გარემო საქმიანობის სამ ათწლეულს აჯამებს
როდესაც 1995 წლის აპრილში პედაგოგების, ექიმებისა და ფსიქოლოგების მცირე ჯგუფმა თბილისის ქუჩებში, პარკებსა და მეტროსადგურებთან მიუსაფარი ბავშვებისთვის საკვებისა და ტანსაცმლის დარიგება და წერა-კითხვის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო, ეს საზოგადოებისთვის მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა. დღეს კი, სამი ათწლეულის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი და გარემო ქუჩაში თუ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს.
30-წლიანი გზის დასაწყისი
ბავშვი და გარემო წლების განმავლობაში მრავალპროფილურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელმაც თბილისსა და რეგიონებში არაერთი დღის ცენტრი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და სპეციალიზებული სერვისი შექმნა.
"იმ წლებში ბავშვების, განსაკუთრებით კი მიუსაფარ ბავშვთა პრობლემები თითქმის უხილავი იყო", — იხსენებს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინო იაშვილი, — "ჩვენ კი ვცდილობდით, პირველ რიგში, მათთვის უსაფრთხო გარემო შეგვეთავაზებინა. სწორედ ამ ნდობამ მოგვცა შესაძლებლობა, მოგვიანებით სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფრო ფართო და სისტემური დახმარება გაგვეწია".
სპეციალური სივრცეები ბავშვების მხარდაჭერისთვის
განვლილი გზა და მიღწეული შედეგები კი ნამდვილად მასშტაბურია. UNICEF-თან, ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო დონორებთან და გრძელვადიან ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ დღის ცენტრების, კრიზისული თავშესაფრებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქსელი თბილისსა და რეგიონებში შექმნა.
დღეს ორგანიზაციის ბაზაზე 8 სამსახური მოქმედებს, რომლებიც ჯამში 516 ბავშვს ემსახურება. განსაკუთრებული აქცენტი კი ყოველთვის კეთდებოდა და კვლავ კეთდება განვითარების შეფერხებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, ორგანიზაციამ წლების განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო გამოცემა, სახელმძღვანელო და რეკომენდაცია გამოსცა, მათ შორის — ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, არცერთი ბავშვი არ დარჩეს საზოგადოების მიღმა", — აღნიშნავს ნინო იაშვილი, — "თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე მდებარე ჩვენს სივრცეში ფუნქციონირებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი იმედი, სადაც 67 პატარა სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს ივითარებს და ინკლუზიური სწავლებისთვის ემზადება. გარდა ამისა, 2020 წლიდან ავამუშავეთ ფიზიოთერაპიის კაბინეტი, ხოლო 2022 წლიდან — ბავშვთა ადრეული განვითარების სამსახური, რომელიც ყოველთვიურად 110 ბავშვს და მათ ოჯახებს განვითარების შეფერხების დროულ გამოვლენასა და მართვაში ეხმარება. რუსთავში შეიქმნა დღის ცენტრი საპოვნელა, სადაც ქალაქში მცხოვრები 17 ყველაზე მეტად შეჭირვებული ბავშვი ყოველდღიურად მრავალმხრივ დახმარებას იღებს".
საგულისხმოა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დაწესებულებებისა, რომლებშიც ორგანიზაცია მიუსაფარი, იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი თუ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის მხარდამჭერ სერვისებს ავითარებს.
სამომავლო გეგმები
30-წლიანი საიუბილეო თარიღის ფონზე, ბავშვი და გარემოს გეგმები განსაკუთრებით საინტერესოა. ორგანიზაცია აპირებს, სამომავლოდ სამედიცინო და სარეაბილიტაციო მხარდაჭერის არეალი კიდევ უფრო გააფართოოს. მათ შორის, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებში იშვიათი გენეტიკური დაავადებებისა და გენეტიკური ცვლილებებით გამოწვეული მდგომარეობების — დაუნის სინდრომის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის და სხვა სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების — მქონე ბავშვთა მოთხოვნილებების მხარდაჭერაც შედის.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები