მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
"ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა", — ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯული 17 მაისთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც".
"ოჯახი იქ იწყება, სადაც მეუღლეთა სიყვარულში ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად და ხვედრად იქცევა; სადაც დედის ხმა და ლოცვა შვილს შორ გზებშიც თან მიჰყვება. მამის დუმილში სიყვარული პასუხისმგებლობად სუნთქავს,ხოლო დედმამიშვილობაში ერთგულება ერთმანეთის ტკივილის ტარების ძალად იქცევა.
ქართულ ცნობიერებასა და კულტურაში ოჯახი მხოლოდ სისხლით დაკავშირებული ერთობა არასოდეს ყოფილა. იგი აღიქმებოდა როგორც სიყვარულის, მსხვერპლის, მეხსიერებისა და ადამიანური თანადგომის სულიერი კავშირი, რომელშიც ქართველი ერის ეთიკური სახე, შინაგანი ღირსება და ისტორიული სული აისახება.
ქრისტიანული გაგებით, ოჯახი არის ის სულიერი სივრცე, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას,სიყვარულს, ერთგულებას და თავისუფლების საზრისს. იმას, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობა არ არის, არამედ სხვისი ტკივილის გაზიარება, სხვისი შვილების დაცვა და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილება.
ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებითა და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. იგი იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა.
იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც. ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, თავისუფლებით, ნდობითა და მშვიდობით, რადგან ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთიც.
ადამიანის ჭეშმარიტი გარდაქმნა ვერ მიიღწევა მხოლოდ იძულებით, სამართლებრივი ზეწოლითა თუ ძალაუფლებრივი კონტროლით. ეკლესიის სულიერი გამოცდილება ადამიანს განიხილავს არა როგორც ძალით "გამოსასწორებელ" ობიექტს, არამედ როგორც თავისუფალი ნების, სინდისისა და თვითშეგნების მქონე პიროვნებას, რომლის შინაგანი განახლება ხდება გაცნობიერებით, თავისუფალი თანხმობითა და ჭეშმარიტებასთან ნებაყოფლობითი თანაზიარებით.
პატრისტიკული აზროვნება მკაფიოდ განასხვავებს გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას. კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას ფორმალური წესრიგი, მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ვერ განწმენდს ცნობიერებას და ვერ შობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ამიტომ ადამიანის არსობრივი შეცვლა იწყება არა შიშითა და იძულებით, არამედ სინდისით, თვითშემეცნებითა და თავისუფლად გაცნობიერებული ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ, ეკლესიის მიზანია არა ადამიანის იძულებითი დამორჩილება, არამედ მისი გონების, სინდისისა და სულიერი ხედვის განახლება.
აღმოსავლური ქრისტიანული ტრადიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან თავისუფლებას, რადგან ქრისტიანული გაგებით, ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა სიცოცხლის ნაწილად, როდესაც იგი თავისუფლად არის მიღებული და შინაგანად გააზრებული. ძალით მიღწეული მორჩილება შესაძლოა ქმნიდეს გარეგან სტაბილურობას, თუმცა ვერ ქმნის სულიერად თავისუფალ და გარდაქმნილ ადამიანს. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს: "ღმერთი არავის იზიდავს ძალით ან იძულებით, არამედ დარწმუნებითა და სიკეთით უხმობს ადამიანს", ხოლო წმინდა ისააკ ასური წერს: "შიში შეიძლება სასარგებლო იყოს სიფხიზლისთვის, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სიყვარული ფლობს ადამიანს".
ამგვარად, ქრისტიანულ აზროვნებაში მკაფიო განსხვავება არსებობს კანონსა და მადლს, გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას, შიშით დამორჩილებასა და სიყვარულით შეცვლას შორის, რადგან ძალას შეუძლია მხოლოდ ქმედების შეზღუდვა, ხოლო სიყვარულითა და ჭეშმარიტებით მიღებულ ცნობიერებას — თავად ადამიანის შეცვლა", — წერს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა. სამების საკთედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი საზეიმო წირვა აღავლინა.
-
ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში ილია თოფურია: ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა, იქნება რევანში
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ! ქვიზი: მოგვიყევი შენს ჩვევებზე და გეტყვით, მზის რომელი ბინადარი ხარ!
-
კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს კონკიას სიკვდილი — ბრენდი DZHABA ახალ კოლექციას თეატრალური პერფორმანსით წარადგენს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა კახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება, დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
გადახედვა
-
მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
გადახედვა
-
დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია დანა უაითის თქმით, ილია თოფურია თვალბუდის ძვლის სავარაუდო მოტეხილობით საავადმყოფოშია
გადახედვა
-
როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს როგორ მოწყვიტა FSB-მ რუსეთი ინტერნეტს
გადახედვა
-
გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი — ელისო კილაძე "საქმის შეკერვაზე" საუბრობს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა
გადახედვა
-
ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს ბევრი ვიშრომე — სიდნი სვინი Euphoria-დან ამოჭრილი ბოძზე ცეკვის სცენის გამოქვეყნებას ითხოვს
გადახედვა
-
რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას? რატომ ირჩევს ახალგაზრდა მყიდველი მშენებარე ბინას?
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
-
მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს მეცნიერებმა აუტიზმის ორი განსხვავებული ქვეტიპი გამოავლინეს
გადახედვა
-
"მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის "მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს "ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს
გადახედვა
-
ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში — მშობლები შვილებს გადასარჩენად ყიდიან ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში — მშობლები შვილებს გადასარჩენად ყიდიან
გადახედვა
-
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
გადახედვა
-
რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა? რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?
გადახედვა
კომენტარები