"დოჟდის" მთავარ რედაქტორს მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ "დოჟდის" მთავარ რედაქტორს, ტიხონ ძიატკოს, დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების საფუძველი რუსული არმიის შესახებ ე.წ. "ყალბი ინფორმაციის" გავრცელება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Meduza მოსკოვის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პატიმრობასთან ერთად, ჟურნალისტს 250 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და ოთხი წლის განმავლობაში სოციალური მედიით სარგებლობა აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ძიადკოსთვის გაცილებით მაღალ ფინანსურ სანქციას — 5,9 მილიონ რუბლს ითხოვდა.
სისხლის სამართლის საქმე ტიხონ ძიატკოს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ორ პოსტს უკავშირდება. ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული პუბლიკაციები შეიცავდა "დეზინფორმაციას" უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.
"მედიაზონას" განმარტებით, პოსტები რეალურად მოიცავდა ბმულებს ტელეარხ "დოჟდის" რეპორტაჟსა და გამოცემა The New York Times-ის საგამოძიებო მასალაზე, რომელიც ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტებს ასახავდა.
შეგახსენებთ, ტიხონ ძიატკოს წინააღმდეგ აქტიური სამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა და "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.
ცნობისთვის, ტიხონ ძიადკო არ არის ერთადერთი ჟურნალისტი ამ მედიასაშუალებიდან, რომელსაც რუსულმა მართლმსაჯულებამ ანალოგიური განაჩენი გამოუტანა. მანამდე, მოსკოვის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა "დოჟდის"ტელეწამყვანს, ეკატერინე კოტრიკაძეს.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები