რა წერია პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტი გრიგოლის პროგრამულ ხედვაში?
ფოთისა და ხობის ეპარქიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის, მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გამოაქვეყნა. წერილში, რომელიც ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ შექმნილ ახალ რეალობას ეხება, მღვდელმთავარი ეკლესიის მართვისა და სოციალური მისიის განახლების კონკრეტულ გზებს სახავს.
მიტროპოლიტ გრიგოლის ხედვით, ეკლესიის გაძლიერება-განმტკიცებისა და საზოგადოების სულიერი ერთობის მისაღწევად შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელ:
- საეკლესიო დებულების ჰარმონიზაცია;
- კრებსითი მმართველობის გაძლიერება;
- მღვდელმსახურთა სოციალური მხარდაჭერა;
- საეკლესიო სოციალური დოქტრინის განვითარება;
- საღვთისმეტყველო განათლება და მისიონერობა;
- ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვა;
- საეკლესიო ტრადიციის დაცვა;
- საზღვარგარეთის ეპარქიები და დიასპორა.
მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ რიგში ეკლესიის შიდა წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ხედვით, აუცილებელია საეკლესიო დებულების ჰარმონიზაცია თანამედროვეობის გამოწვევებთან, რათა აღმოიფხვრას არსებული სამართლებრივი ბუნდოვანება. ამასთანავე, კანდიდატი კრებსითი მმართველობის გაძლიერების ინიციატივით გამოდის, რაც სინოდის სხდომების უფრო ხშირად ჩატარებასა და მღვდელმთავრების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რეალურ ჩართულობას გულისხმობს.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სასულიერო პირთა სოციალურ მდგომარეობას ეთმობა. მიტროპოლიტი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ფინანსური უზრუნველყოფის გამჭვირვალე სისტემა, რომელიც სოფლებსა და მცირე ქალაქებში მოღვაწე მღვდელმსახურებს მინიმალურ სოციალურ სტანდარტს გარანტირებულად შეუქმნის.
ეკლესიის საზოგადოებრივი როლის გასაძლიერებლად, პატრიარქობის კანდიდატი "საეკლესიო სოციალური დოქტრინის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს დოკუმენტი ეკლესიის პოზიციას ისეთ რთულ საკითხებზე განსაზღვრავს, როგორიცაა ბიოეთიკა, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური კრიზისები. პარალელურად, პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას ციფრული პლატფორმებისა და საგანმანათლებლო ჯგუფების მეშვეობით.
განათლებისა და ტრადიციის დაცვის ჭრილში, მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ მონასტრები სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრებად უნდა იქცეს, ხოლო ქართული საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას პოპულარიზებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიასპორასა და საზღვარგარეთის ეპარქიებს, სადაც ეკლესიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს ეროვნული იდენტობისა და ენის შენარჩუნებაზე.
დასკვნით ნაწილში მიტროპოლიტი ხაზს უსვამს, რომ ამ ამოცანების შესრულება ეკლესიის პრიორიტეტია და ამ გზაზე მას ქართული საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა თანამშრომლობა კონსტრუქციულ და სახელმწიფოსთვის სასარგებლო რეჟიმში წარიმართოს.
განცხადება სრულად იხილეთ აქ.
შეგახსენებთ, 28 აპრილის სინოდის სხდომაზე, მღვდელმთავრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს.
სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო. 20 ხმა მიიღო; მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა – 7 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა — 7 ხმა; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – 0 ხმა; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ — 1 ხმა; წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა – 2 ხმა.
მისივე ცნობით, ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.
- მეუფე შიო: მომდევნო კვირაში დიდი საეკლესიო კრების ჩატარდება, სადაც მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
- კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა
- მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
- მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას
- მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა რომელმაც "პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია
- ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები