მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
"მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად", — ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპომა ზენონმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, "ამ ადამიანმა [მეუფე შიომ] დაანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლით უამრავ რაღაცაში".
"მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად. ...როდესაც დანიშნეს პატრიარქის ქორეპისკოპოსად, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით. ...არა მხოლოდ ქორეპისკოპოსად, ამისკენ [პატრიარქობისკენ] მიდიოდა მაგ პერიოდში [საუბარი], ამაზე მკითხა მეუფე დიმიტრიმ. შემდეგ უკვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა მე დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლით უამრავ რაღაცაში. პირადი წყენა რომ მქონოდა ჩუმად არ ვიქნებოდი.
მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის მე, ტროლ-ბოტებს, რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და თანხებს ურიცხავენ მაგათ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები. ასევე რჩევებს ვინც იძლევა საპატრიარქოში, რა სვლებისკენ უბიძგებენ. მოდი მსმენელი რომ არ დავაბნიოთ თანმიმდევრულად ავხსნი ამას. 2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენამ დამირეკა, უწმინდესი გეძახისო. ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის. რა ხდება-მეთქი. შედი და გეტყვის უწმინდესიო. შევედი, მეუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი, მდივანი იყო მაშინ სხვა პრესცენტრის ხელმძღვანელი... უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო - ედუარდ შევარდნაძის წერილი. ეს იყო ძალიან დიდი მოცულობის წერილი, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე. შევარდნაძე აწერს ამას ხელს, მაგრამ სხვა აკეთებს ამას, როგორც გახდა ცნობილი - პეტრე მამრაძე და ბასილ კობახიძე. ეუბნება პრეზიდენტი, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად. ეს როგორ შეიძლება! და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს ედუარდ შევარდნაძე. კარგი, ჩემზე რომ თქვა, მიცნობს და შეიძლება, ეჭვი მიიტანა, მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს. ნუ, მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ის წერილი ძალიან ფართომასშტაბიანი იყო, ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების.
ერთად შემოვედით ამ ეპისკოპატში. შემდეგ უკვე მეუფე შ`იო ქორეპისკოპოსია, დაევალა საპატრიარქოში. მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად... არ იჩენდა აქტივობებს და ზოგჯერ არიდებდა თავს, იცით, როგორი ადამიანია, როგორც მღვდელი ისე ატარებდა წირვას...მოდით რა, გაბედონ და გაგვაგებინონ ბოლომდე, რისი თქმა უნდათ [ციანიდის საქმეზე[, მთავრობა რატომ იბარებდა მღვდელმთავრებს ცალ-ცალკე, მოდით, თვითონ ილაპარაკონ რა. პირდაპირ მოთხოვნა [იყო], რომ ეს უნდა იყოს, მეუფე შიო პატრიარქი..", — განაცხადა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპომა ზენონმა "ტვ პირველის" ეთერში.
მეუფე ზენონმა მეუფე ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაია შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, "ის იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე თავისი თვისებებიდან გამომდინარე".
"მე მიმაჩნდა, რომ მეუფე ისაია იქნებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი კანდიდატი საპატრიარქო ტახტზე თავისი თვისებებიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა დააგვიანა. მე ეს უნდა ვთქვა, ობიექტურობა არის საჭირო. მე მას ვუთხარი თავის დროზე - მეუფე თუ თქვენ გექნებათ სურვილი, თქვენი საკითხი შეიძლება რომ დაისვას მეთქი. მე ასე არ ვიცოდი რაღაცები, ვის დიპლომი აქვს, ვის არა...
მეუფე ისაიას სახელის ხსენებამ რაღაცნაირად დააფრთხო ეს ნაწილი, რომლებსაც ვთქვათ საზოგადოებაში მეუფე შიოსადმი განსაკუთრებული სიმპათიები აქვს გამოვლენილი და მას უჭერდნენ მხარს. მეუფე ისაიას სახელი და მისი ფაქტორი მათთვის ციებ-ცხელებასავით იყო.
თან რაღაც გამონათქვამები იყო, მომართვები იყო არაეთიკური და როგორც ჩანს, მეუფე ისაია, რომელიც ნამდვილად არც ფიქრობდა, ჩემთვის ნათქვამიც აქვს უარი მას, არ ჰქონდა [პატრიარქობის] სურვილი და, როგორც ჩანს, ასე რომ განვითარდა ეს მოვლენები და შემდეგ რაღაც აქცენტები, დაამცირეს ფაქტიურად, მოდით, ვთქვათ რა, სინოდზე ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა. ეს წინმსწრები ეპიზოდები რაც იყო, შემდეგ უკვე ამის საფუძველზე მან როგორც ჩანს პრინციპულად დააყენა თავისი თავი კანდიდატად. ამიტომ ვამბობ, ცოტა დააგვიანა მან, ობიექტურობისთვის ეს საჭიროა", — განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ტვ პირველის ეთერში.
მან გადაცემა "რეაქციაში" კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ "ერთ-ერთ ბიზნესმენი რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემას".
"ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი [ვინ], დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა... არა, ლევან ვასაძე არა...." - — განაცხადა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ტვ პირველის ეთერში.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "ბატონ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ?", მეუფე ზენონი პასუხობს:
"ვისზეც არის საუბარი გამოჩნდება, მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, ვიცით, ჩვენ მღვდელმთავრებმა, რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი", — თქვა მეუფე ზენონმა.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს გამართულ სინოდის კრებაზე 3 საპატრიარქო კანდადატი უკვე შეარჩიეს. ესენი არიან: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები