ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კარნახით დაწერილ წერილს აქვეყნებს. ტექსტი 2017 წლის 24 ნოემბრით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) დასახელების მეორე დღით, თარიღდება.
ჩანაწერში უწმინდესი წერს, რომ "როდესაც დაფარულია [ანდერძი], ეს ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას". ეს რომ არ მოხდეს, არჩია დაესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, "ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იციან ვინ არის მოსაყდრე". მისივე თქმით, "მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი".
პატრიარქის განმარტებით, ტრადიციულად, პატრიარქი ანდერძს მოსაყდრის შესახებ თანამდებობაზე დადგომისთანავე წერს, თუმცა მისი გასაიდუმლოება ხშირად დაძაბულობის საფუძველი ხდება. ილია II იხსენებს საკუთარ გამოცდილებასაც, როდესაც პატრიარქ დავითის დროს ანდერძის გაუჩინარებამ "ნერვიული სიტუაცია" შექმნა და საჭირო გახდა სინოდის მიერ მისი კანდიდატურის დასახელება.
"ურთულესი დრო, პრიორიტეტები იცვლება.
მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები ადამიანი მუდამ უნდა მიუძღოდეს წინ, მან უნდა გაუკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი. ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა, როცა ბუნებრივად ვითარდება გასაგებია სულიერიც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მოემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკნინებთ. რატომ ვაკნინებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ გავიგოთ, თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვიგებთ პასუხს. მნიშვნელობა არა აქვს კანონებს.
პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგალითად ჩემს შემთხვევაში პატრიარქმა დავითმა რამდენჯერმე მითხრა რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა.
ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე ვისა აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იციან ვინ არის მოსაყდრე. მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვა. პატრიარქის და სინოდის დამხმარე. პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ პირველი კანდიდატია პატრიარქობის ტახტზე.
პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილ იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.
ურთიერთობა ხალხთან, მღვდელმთავრებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა", — წერია გამოქვეყნებულ ხელნაწერში.
მანამდე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა 2017 წლის პირველი ნოემბრით დათარიღებული 19-წუთიანი ვიდეო, რომელიც პატრიარქთან მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტს სრულად ასახავს. დეკანოზმა ასევე დაწერა, რომ უნდა დასრულდეს 9-წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან.
"შეხვედრის ამსახველი ვიდო. სრული ჩანაწერი, მისალმებიდან დამშვიდობებამდე.
უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთი ერთზე შეხვედრა ჰქონდა სტუმართან ამ ვიზიტის დროს და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან", — დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ.
ვიდეოს მიხედვით, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ილია მეორეს პატრიარქ კირილისგან გულითად მოკითხვას გადასცემს და მოსკოვში ეპატიჟება. შემდეგ კი საჩუქრად გადასცემს ბუკინისტებში მოპოვებულ იშვიათ გამოცემებს — 1910 წლით დათარიღებულ ეპისკოპოსისა და მომავალი პატრიარქის, კირიონის წიგნს "ივერიის კულტურის როლი რუსეთის ისტორიაში", 1905 წლით დათარიღებულ მომავალი პატრიარქის კალისტრატეს წიგნს "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" (ისტორიული ნარკვევი) ავტორის ავტოგრაფით და ანტონ კათალიკოსის პორტრეტს. ილია მეორე კი მას თრიალეთის ოქროს თასის ასლს ჩუქნის.
მანამდე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის 2017 წლის ვიზიტის კადრები წარადგინა. დეკანოზმა განმარტა, რომ ჩანაწერის გასაჯაროების მიზანი იმ ეჭვების გაქარწყლებაა, რომლებიც ალფეევის ვიზიტსა და რამდენიმე კვირაში (23 ნოემბერს) მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას შორის კავშირს ეხება.
"ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, რომ ახლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, თითქოს ალფეევის ჩამოსვლას რამე უკავშირდება", — თქვა დეკანოზმა.
მან ასევე დასძინა, რომ ეკლესიას აქვს "სიმყარის დიდი რესურსი" და მუდმივად თავის მართლება არ სჭირდება, თუმცა შექმნილი ვითარების გამო ფირის გასაჯაროება აუცილებელი გახდა.
შეგახსენებთ, 28 აპრილის სინოდის სხდომაზე, მღვდელმთავრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს.
სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო. 20 ხმა მიიღო; მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა – 7 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა — 7 ხმა; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – 0 ხმა; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ — 1 ხმა; წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა – 2 ხმა.
მისივე ცნობით, ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.
- რა წერია სინოდის სხდომის ოქმში?
- მთავარია გჯეროდეს
- ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს
- ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
- ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელ კრებაზე შესაძლოა საპატრიარქო კანდიდატის ასაკსა და განათლებაზეც იმსჯელონ
- ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები