რა წერია სინოდის სხდომის ოქმში?
წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას სინოდის სხდომის ოქმი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაუკითხა და 3 საპატრიარქო კანდიდატი დაასახელა.
წმიდა სინოდის კრებაზე არ იმყოფებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).
სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო. 20 ხმა მიიღო; მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა – 7 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა; მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – 0 ხმა; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ — 1 ხმა; წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა – 2 ხმა.
მისივე ცნობით, ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.
წმიდა სინოდის სხდომის ოქმს სრულად გთავაზობთ:
"1. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან (საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ) დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.
აზრი გამოთქვეს:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი (დანართი N1).
ასევე, საკითხზე იმსჯელეს:
ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი), მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე), სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი), გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი).
წმინდა სინოდის ყველა წევრის მიერ აღინიშნა ერთსულოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
აზრთა გამოთქმის შემდგომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კენჭისყრაზე დააყენა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.
წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა საკითხების განხილვის შეწყვეტას. ამასთან დაკავშირებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება.
წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან მიმართებით, მოცემულ ვითარებაში - კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება.
2. ამის შემდგომ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) წმინდა სინოდის წევრებს წარუდგინა საპატრიარქო კანდიდატების სია და განმარტა ხმის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რის შემდეგაც შედგა კენჭისყრაში მონაწილე ექვსი კანდიდატის საბოლოო სია:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).
კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
4. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;
5. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
6. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.
ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.
ამგვარად, გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან:
1. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
2. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
3. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
პროცედურის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ შეადგინა კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ოქმი (დანართი N2).
3. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) წმინდა სინოდს გააცნო ტექსტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების "1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოლოცვითი მოგზაურობის შესახებ".
სხდომის დასასრულს მღვდელმთავრებმა საპატრიარქო კანდიდატებს მიულოცეს კანდიდატებად გამორჩევა, მადლობა შესწირეს უფალს და აღავლინეს ლოცვა." - წერია სხდომის ოქმში.
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები