შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მშენებლობის დაანონსებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საქართველო ლიდერია ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში და არა მხოლოდ რეგიონში. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული რეგიონში და საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, აღნიშნული ინვესტიცია წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს.
"ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში და არა მხოლოდ რეგიონში. მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. და მესამე, საქართველოს მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, კარგი მმართველობის რეიტინგები საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველო ყველასთვის.
რა თქმა უნდა, ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპნაია საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი. სწორედ ამ რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი, სხვა მიმართულებით ინვესტიციის მოზიდვისთვისაც მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს და მის შესაძლებლობებს. შესაბამისად, წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, The Trump Organization-ის ცნობით, მათთან თანამშრომლობით, კომპანიები Biograpi Living, Archi, The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia პროექტ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას აანონსებენ.
როგორც ტრამპის ორგანიზაცია წერს, შენობის დიზაინზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა ფირმა Gensler-მა იმუშავა. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია, რომ ცათამბჯენი დაახლოებით 70-სართულიანი უნდა იყოს, რითაც ის საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები