ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
The Trump Organization-თან თანამშრომლობით, კომპანიები Biograpi Living, "არქი ჯგუფი", The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia პროექტ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Trump Organization ავრცელებს.
მათი ცნობით, დაგეგმილია, რომ ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს უნდა აშენდეს და დაახლოებით 70-სართულიანი უნდა იყოს და, რითაც ის საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
"ტრამპ თაუერი თბილისი" მრავალფუნქციური დანიშნულების ცენტრი იქნება, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და სხვა ობიექტები. პროექტი The Trump Organization-ის გლობალური გაფართოების ნაწილია, რომლის სათავო ოფისი ფლორიდაში, პალმ-ბიჩში მდებარეობს.
"ტრამპის სახელი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული უძრავი ქონების სინონიმი და Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ჩამოგვაქვს ექსკლუზიურობის ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი და მოხარულები ვართ ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან თანამშრომლობით", — განაცხადა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა ერიკ ტრამპმა.
ვინ აშენებს Trump Tower Tbilis-ს?
როგორც ტრამპის ორგანიზაცია წერს, შენობის დიზაინზე მსოფლიოში უმსხვილესი არქიტექტურული ფირმა Gensler მუშაობს და მას მხარს უჭერს ქართული კონსორციუმი, რომელშიც შედიან კომპანიები "არქი ჯგუფი" (Archi Group) და ბიოგრაფი (Biograpi Living). პროექტში მონაწილეობენ ასევე ქართველი ბიზნესმენები: ლაშა კვაჭაძე (BLOX Group-ის დამფუძნებელი) და ლაშა მელაძე (Finvest Georgia-ს დამფუძნებელი).
"ბიოგრაფი ლივინგი" ბიზნესმენი ძმების ფხაკაძეების "ვისოლ ჯგუფის" ნაწილია. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალურ პლატფორმა LinkedIn-ზე წერს, "ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში". მისივე თქმით, "აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე".
"Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.
ჩვენს პარტნიორთან, "არქისთან" ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა.
პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.
პროექტის არქიტექტორია Gensler-ი, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი არქიტექტურული კომპანია. The Trump Organization-ის გლობალური სტანდარტებისა და Gensler-ის პროფესიონალიზმის შერწყმით შექმნილი პროექტი აუცილებლად გახდება ჩვენი დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და დააწესებს სრულიად ახალ ხარისხობრივ სტანდარტს.
პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია: მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე, საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა ინტერესის ზრდა და ქართული დეველოპერული ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე", — წერს სოსო ფხაკაძე.
"არქის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბიზნესმენი ილია წულაია, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი იყო. მისი თქმით, ქმნიან "ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს"
"საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi-ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ — ვქმნით ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. "არქი" ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში", — აცხადებს "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია "არქის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში ქართულ კონსორციუმთან ერთად ამერიკული დეველოპერი Sapir Organization-იც მიღებს მონაწილეობას, რომელიც ქართველი ებრაელის თამირ საპირის (თემურ სეფიაშვილი) მიერაა დაფუძნებული.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Sapir Organization-ის ისტორია კლასიკური "ამერიკული ოცნების" რეალური განსახიერებაა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან წამოსულმა თამირ საპირმა (თემურ სეფიაშვილმა) დაიწყო, დღეს კი მისმა შვილმა, ალექს საპირმა, სრულიად ახალ, არქიტექტურულ და კულტურულ საფეხურზე აიყვანა.
დონალდ ტრამპი, თამირ საპირი და ალექს საპირი
1973 წელს, თამირ საპირმა ებრაული ემიგრაციის ტალღით საბჭოთა კავშირი დატოვა და ისრაელის გავლით აშშ-ში დასახლდა. მისი პირველი წარმატებული ნაბიჯები ნიუ-იორკში ტაქსის ლიცენზიის (medallion) შეძენასა და დაგირავებას უკავშირდებოდა, რამაც მას მეხუთე ავენიუზე ელექტრო ტექნიკის მაღაზიის გახსნის საშუალება მისცა. ეს მაღაზია მალე იქცა რუსულენოვანი თემისა და საბჭოთა დელეგაციების საკულტო შეხვედრის ადგილად. სწორედ ამ კავშირების წყალობით, 1985 წელს იგი აშშ-სსრკ-ის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს დელეგაციაში მოხვდა, რამაც გზა გაუხსნა ნავთობის ბიზნესისკენ და საპირი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ უცხოელ პარტნიორად აქცია.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მანჰეტენის უძრავი ქონების ბაზარი კრიზისს განიცდიდა, თამირ საპირმა ნავთობიდან მიღებული კაპიტალით რისკიანი, მაგრამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და შენობებში ინვესტიციის ჩადება დაიწყო. ამგვარად მან შექმნა ნიუ-იორკის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პორტფოლიო, რომლის ნაწილია არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი 11 Madison Avenue (სადაც დღეს Sony და Eleven Madison Park მდებარეობს) და მასშტაბური 2 Broadway.
დღეს კომპანიას ალექს საპირი ხელმძღვანელობს, რომელმაც მამის მემკვიდრეობა თანამედროვე ფუფუნების საგნად აქცია. მის სახელს უკავშირდება მაიამის საცხოვრებელი კომპლექსი Arte Surfside და მანჰეტენის ცენტრში მდებარე ცნობილი სასტუმრო Nomo Soho. ბიზნესის მიღმა, საპირების ოჯახი მუდმივად ეწეოდა ქველმოქმედებას: თამირ საპირი, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, აქტიურად ეხმარებოდა ემიგრანტებს და აფინანსებდა სინაგოგების მშენებლობას ქუინსში, ისრაელსა და მოსკოვში. მისი ღვაწლი 2000 წელს Ellis Island Medal of Honor-ითაც დაფასდა.
BM.GE: მიწა, რომელზედაც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია
Bm.ge-ს ცნობით, Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება მიწაზე, რომელიც ჯერჯერობით კიდევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია. პროექტის დეველოპერია კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამარაშვილის N13-ში არსებული 66,940 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული.
შესაბამისი შეთანხმება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა, თუმცა ამ დრომდე "ცენტრალ პარკ ავენიუსთვის" მიწის გადაცემა არ მომხდარა და მისი მესაკუთრე კვლავ საქველმოქმედო ფონდი "ქართუა".
Reuters-ის ინფორმაციით, იანვარში ტრამპის საოჯახო ბიზნესმა, რომელიც ცნობილია როგორც The Trump Organization, გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის ინვესტიციები, აქტივები და ბიზნეს ინტერესები მის შვილებს ნდობით საკუთრებაში გადაეცემოდა, თავად კი ყოველდღიურ ოპერაციებსა თუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. როგორც ბენეფიციარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საწარმოებიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომა თანამდებობის დატოვების შემდეგ ექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში Trump-ის ბრენდის პროექტზე საუბარი 2012 წელს დაიწყო, მაგრამ მაშინ მისი განხორციელება ვერ მოხდა.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები