რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტ — AI სტიპენდიას გოგოებისთვის ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში და დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების საფუძვლებს.
AI სტიპენდიის შესახებ უფრო ვრცლად ინტერვიუში საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია გვესაუბრებიან.
როგორ არის ჩართული საქართველოს ბანკი AI სტიპენდიის პროგრამაში და რატომ არის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანი?
საქართველოს ბანკისთვის ეს პროგრამა CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომავლის პროფესიების მხარდაჭერას ემსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის კუთხით, ცოდნაზე წვდომა უნდა იყოს თანაბარი და არ უნდა იყოს შეზღუდული გენდერული ან სოციალური ბარიერებით.
AI სტიპენდიის პროგრამით გოგოებისთვის ჩვენ რეალურად ვუჭერთ მხარს ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიური კარიერის დაწყება, მაგრამ საჭირო რესურსებზე წვდომა არ აქვთ. მათ ეძლევათ არა მხოლოდ განათლების მიღების საშუალება, არამედ იმ პრაქტიკული უნარების ათვისების შესაძლებლობაც, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხელს უწყობს გოგოების ჩართულობის ზრდას ისეთ სფეროში, სადაც მათი წარმომადგენლობა ჯერ კიდევ დაბალია. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც ერთდროულად აძლიერებს, როგორც ინდივიდებს, ისე ქვეყნის ციფრულ ეკონომიკას.
UN Women-თან და Mastercard-თან პარტნიორობა ამ პროცესს დამატებით ღირებულებას სძენს, რადგან აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ ხედვას.
UN Women-ის წარმომადგენელი, ელენე გაბელაია გვესაუბრა, თუ როგორია დღეს გოგოებისა და ქალების წილი ტექნოლოგიებში, რა გამოწვევებს აწყდებიან ისინი AI და ტექნოლოგიების სფეროში:
დღეს საქართველოში გოგოებისა და ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში კვლავაც გამოწვევად რჩება და ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს სტატისტიკაში. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ICT პროფესიას ქალების მხოლოდ 20–22% ირჩევს, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ პროგრამებში ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია (დაახლოებით 29%), საერთო სურათი მაინც უთანასწორობაზე მიუთითებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია გენდერული სტერეოტიპები, რომელთა გამოც ტექნოლოგიურ პროფესიები კვლავაც კაცების საქმედ მიიჩნევა. ამას ემატება ინფორმირებულობის ნაკლებობა — ბევრმა გოგომ უბრალოდ არ იცის ICT სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა — ხშირად გოგოებს არ აქვს წვდომა საჭირო მოწყობილობებსა და ინტერნეტზე, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც საჭიროებს პრობლემის სისტემურ გადაწყვეტას. დამატებით სირთულეს ქმნის ენის ბარიერიც, რადგან ინგლისური, როგორც ტექნოლოგიური სფეროს მთავარი ენა, ხშირად გამოწვევაა პროგრამირების სწავლების პროცესში. პრობლემად რჩება ასევე რეალური მაგალითებისა და მენტორობის ნაკლებობა, რის გამოც გოგოებს უჭირთ საკუთარი თავის წარმოდგენა ტექნოლოგიურ კარიერაში.
გამოწვევების წინაშე არიან ისინიც, ვინც ტექნოლოგიურ პროფესიებს ირჩევენ და კარიერას ამ მიმართულებით აგრძელებენ. სამწუხაროდ, მათ შემდეგაც არაერთი ბარიერი ხვდებათ. მაგალითად, გენდერული სახელფასო სხვაობა და ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურების ნაკლები შანსი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსების გამოწვევები, რადგან საქართველოში აუნაზღაურებელი საოჯახო შრომის ტვირთი ძირითადად ქალებზე მოდის, რაც მათ ნაკლებ დროსა და რესურსს უტოვებს პროფესიული განვითარებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მაღალშემოსავლიანი სფეროა, ხოლო ციფრულ ეპოქაში ICT უნარები აუცილებელია არა მხოლოდ დასაქმებისთვის, არამედ განათლების მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის. ამასთან, შრომის ბაზარზე უკვე არსებობს კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტი, მაშინ როცა ქალების პოტენციალი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული. სწორედ ამიტომ, ქალებისა და გოგოების წახალისება ტექნოლოგიებში არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი — ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც აძლიერებს მთლიანად საზოგადოებას.
როგორ მოდის თანხვედრაში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი AI სასტიპენდიო პროგრამა UN Women-ის მისიასთან, რომელიც საქართველოში ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ისახავს მიზნად?
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი AI სასტიპენდიო პროგრამა პირდაპირ უწყობს ხელს გოგოების ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან იგი ზრდის ქალებისა და გოგოების ჩართულობას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სფეროში — ხელოვნურ ინტელექტში. ინიციატივის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ პრაქტიკული ცოდნა და ბაზარზე მოთხოვნადი უნარები, რაც ზრდის მათი დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას, შრომის ბაზარსა და ზოგადად გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, თუმცა, იმავდროულად, არსებობს სერიოზული რისკი, რომ იგი გააძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას, თუ ქალები ამ პროცესში სრულფასოვნად არ იქნებიან ჩართულნი. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ქალები და გოგოები არ არიან მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებლები — აუცილებელია, მათი ხმა და წვლილი იყოს წარმოდგენილი ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ქალები არ იყვნენ მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების პასიური მიმღებნი, არამედ იყვნენ აქტიური ლიდერები და ამ ცვლილებების შემქმნელებიც. შედეგად ყალიბდება უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და ეფექტიანი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც უკეთ ასახავს საზოგადოების მრავალფეროვან საჭიროებებს და სარგებელს მოუტანს ყველას. ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან კარგად პასუხობს სწორედ ამ გამოწვევებს.
UN women-ის საქართველოს ბანკთან და Mastercard-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ — რატომ არის მნიშვნელოვანი დიდი ორგანიზაციების ჩართულობა ქალების გაძლიერების მიმართულებით?
საქართველოს ბანკსა და Mastercard-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდ კომპანიებს აქვთ უნარი, წამოიწყონ უფრო მასშტაბური და სისტემური ინიციატივები ქალების გაძლიერების მიმართულებით. მათ რესურსებსა და შესაძლებლობებს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს პროგრამების მასშტაბი და დაფარვა. ამასთან, ასეთი ორგანიზაციები, თავიანთი ძლიერი ბრენდისა და გავლენის გამო, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცნობიერების ამაღლებასა და ამ თემის ფართო აუდიტორიამდე მიტანაში.
კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ქალებს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა დასაქმებისა და პროფესიული განვითარების საშუალებებზე. შესაძლებელია, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები სწორედ ამ დიდ ორგანიზაციებში დასაქმდნენ ან გაიარონ სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დიდი კომპანიების ჩართულობა ქმნის მაგალითს სხვა ბიზნესებისთვის, რაც ხშირად იწვევს კარგი გაგებით მიბაძვას და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მეტი ინიციატივის გაჩენას კერძო სექტორში. შედეგად, ყალიბდება ერთიანი ეკოსისტემა, სადაც ქალების გაძლიერება ხდება საერთო პრიორიტეტი და არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების ინიციატივა. საბოლოოდ, ასეთი პარტნიორობები ქმნიან ეკოსისტემას, სადაც ქალების გაძლიერება ხდება არა მხოლოდ სოციალური მიზანი, არამედ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
კომენტარები