ეკონომიკის სამინისტრო: აბასთუმანში ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს
ფოტო: georgiantravelguide.com
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მათი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა". მათივე თქმით, ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს.
"განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.
აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.
ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება.
ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე აღვნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს "საქაერონავიგაციასთან" ერთად, აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები