დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე იკეტება
9 თებერვლით დათარიღებული მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ცვლილებები შევიდა "საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ" 2018 წლის 28 დეკემბრის მთავრობის დადგენილებაში. დოკუმენტის მიხედვით ქვეყნის საფრენოსნო არეალი ხელახლა დაკორექტირდა და აბასთუმნის საჰაერო სივრცეში ფრენები 16 აპრილიდან აიკრძალა.
მთავრობის №52 დადგენილებით, იქმნება ახალი შეზღუდული ზონა "აბასთუმანი-2", რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან 45 კილომეტრზე ვრცელდება და დაახლოებით 2000 კვ.კმ-ს მოიცავს. მასზე პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.
განკარგულების დანართში ვკითხულობთ, რომ აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი "ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის". ფრენები შეზღუდულია 24/7-ზე. გამონაკლისები დაიშვება:
1) საქართველოს სახელმწიფო ავიაციის საჰაერო ხომალდებისათვის;
2) ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდებისათვის;
3) ცუდი ამინდის შემოვლის მიზნით, ან თუ წარმოიქმნება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საჭიროება.
„საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი
"რადიო თავისუფლების" ცნობით, ახალი რეგულაციით, აბასთუმნის თავზე ფრენა იკრძალება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე. ეს შეზღუდვა ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს და პირდაპირ ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის საჰაერო ტრასებს.
ობსერვატორიის დირექტორი, ალექსანდრე თევზაძე, აცხადებს, რომ ფრენების აკრძალვა მათი მოთხოვნა იყო, რაც ახალი ტელესკოპის მუშაობას უკავშირდება:
"ჩვენ კიდევ ერთხელ, ახალი ტელესკოპის დაკვირვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელახლა გავაკეთეთ ეს მოთხოვნა... პრობლემა არის არა თავად ფრენა, არამედ კონდენსაციის ნაკვალევი. დაბალ ტემპერატურაზე ეს კვალი 1-დან 3 საათამდე რჩება", — განაცხადა ობსერვატორიის დირექტორმა.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები და ექსპერტები ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის აბასთუმნის რეზიდენციას უკავშირებენ.
ექსპერტების შეფასებით, ცის ჩაკეტვა რამდენიმე პრობლემას ქმნის. "ევროკონტროლის" ინფორმაციით, გზა დაახლოებით 10 კმ-ით იზრდება, რაც ავიაკომპანიების ხარჯებს ზრდის.
საჰაერო ნაკადები კი ჩრდილოეთით ინაცვლებს, რაც დისპეტჩერების დატვირთვას და შეცდომის რისკს ზრდის.
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
"სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
კომენტარები