ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
ფოტო: On
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დუეტმა საკუთარი კოლექცია წარადგინა. ზენდეიამ და ლო როუჩმა, რომლებმაც გასულ წელს ბრენდ On-თან ერთად კედები (Cloudzone Moon) შექმნეს, სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან კვლავ ითანამშრომლეს. ამჯერად მათ სრული ხაზი გამოუშვეს.
ზენდეია On-ისთვის
ფოტო: On
ახალ კოლექციაში წარმოდგენილია სპორტული და მოსასვენებელი სამოსი, მათ შორის: "რიბანა" მაისურები, "პარაშუტი" შარვლები და ახალი სარბენი ფეხსაცმელი — Cloudnova Moon. პროდუქცია ბრენდის ოფიციალურ საიტზე 16 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.
კოლექციის წარსადგენად სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი სპაიკ ჯონზია. სამწუთიანი ვიდეოს დასაწყისში მსახიობი თეთრ ოთახში მარტო დგას, რის შემდეგაც მის ზურგს უკან მოცეკვავეთა ჯგუფი ჩნდება, ყველა მათგანს On-ის თეთრი ფორმები აცვია. ვიდეო პროპორციებით თამაშობს: ეკრანიდან გამოსული ხელები ზენდეიასა და მოცეკვავეების მინიატურულ ვერსიებს გადაადგილებენ და "ეთამაშებიან". მოგვიანებით კადრში ლო როუჩიც ჩნდება, რომელიც თავის მუზას ახალი კოლექციის სამოსს არგებს.
"ლოუსთან და On-ის გუნდთან ერთად ამ საბაზისო სამოსზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო," — აღნიშნა ზენდეიამ განცხადებაში — "გვინდოდა შეგვექმნა მრავალფეროვანი და კომფორტული მოდელები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში გამოგადგებათ. ჩვენი მიზანი იყო, ადამიანებს თავდაჯერებულობა და სიმსუბუქე ეგრძნოთ. სპაიკმა ეს ხედვა განსაკუთრებული ფორმით გააცოცხლა."
ეს კოლექცია ზენდეიასა და ბრენდ On-ის მრავალწლიანი პარტნიორობის მორიგი ეტაპია. ვარსკვლავისთვის აპრილი საკმაოდ დატვირთული თვეა: ეკრანებზე გამოდის A24-ის ფილმი დრამა, სადაც ის რობერტ პატინსონთან ერთად თამაშობს, ხოლო ამ პარასკევს ეიფორიას დიდი ხნის ნანატრი მესამე სეზონის პრემიერა შედგება.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები