როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს
ფოტო: ბექას სკოლა
ენის შესწავლის საწყის ეტაპზე ბუნებრივია, რომ ჩვენს მშობლიურ ენას ვიყენებთ, ე.წ. ხარაჩოდ. როდესაც რაიმეს თქმა გვინდა, ჯერ ქართულად ვაყალიბებთ აზრს, შემდეგ გონებაში ვთარგმნით მას და ბოლოს წარმოვთქვამთ. თუმცა, ეს პროცესი დიდ ენერგიას მოითხოვს, იწვევს პაუზებს საუბარში და ხშირად გრამატიკულ შეცდომებამდე მივყავართ, რადგან ქართული და ინგლისური ენების სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავდება.
რეალური პროგრესი მაშინ იწყება, როცა იწყებ ინგლისურად ფიქრს. ეს არის ის მომენტი, როდესაც აღარ გჭირდება ქართულიდან თარგმნა და აზრები პირდაპირ ინგლისურად ყალიბდება. ეს ერთ დღეში ნამდვილად არ ხდება, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ ინგლისურად ფიქრი არ არის განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც მხოლოდ რჩეულებს აქვთ, არამედ უნარია, რომლის განვითარებაც ყველას შეუძლია სწორი სტრატეგიითა და პრაქტიკით.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ და მარტივ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ ეტაპობრივად გადახვიდეთ ინგლისურად ფიქრზე.
ფოტო: ბექას სკოლა
დაიწყე მარტივი მარკირებით
პირველი ნაბიჯი არ მოითხოვს არც სახელმძღვანელოს და არც მასწავლებელს. აზროვნების ენის შეცვლა იწყება არა რთული ფილოსოფიური მსჯელობით, არამედ შენ გარშემო არსებული საგნებით. დაიწყე მათი ინგლისური სახელებით აღნიშვნა (labeling). დააწებე პატარა ფერადი ფურცლები სახლში არსებულ ნივთებს, მაცივარს დააწერე fridge, სარკეს — mirror, კარს კი — door.
თუ არ გსურს სახლის აჭრელება, გამოიყენე წარმოსახვა. ყოველდღიურად, როდესაც სახლში ან სამსახურში ხარ, შეხედე ნივთებს და გონებაში დაასახელე ისინი ინგლისურად. ჩამოუარე სამზარეულოს ნივთებს — fridge, kettle, cutting board. გადახედე სამუშაო მაგიდას — charger, notebook, sticky note. გააგრძელე ეს ყველგან — window, car, street, coffee. როდესაც ეს ჩვევად გექცევა, გადადი მოკლე ფრაზებზე — a beautiful sunset, cold coffee, a blue car.
შეიძლება ეს მეთოდი პრიმიტიულად მოგეჩვენოს, მაგრამ ასეთი პატარა ნაბიჯი ეხმარება ტვინს იმაში, რომ საგანსა და ინგლისურ სიტყვას შორის პირდაპირი კავშირი დაამყაროს ქართული ენის, როგორც შუამავლის გარეშე.
გახდი საკუთარი ცხოვრების კომენტატორი
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სახალისო მეთოდია. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების კომენტატორი და ყველაფერს ინგლისურად აღწერ იმ მომენტში, როცა ის ხდება. კომენტარების გაკეთება შესაძლებელია, როგორც გონებაში, ისე ხმამაღლა. მაგალითად:
- I’m brushing my teeth.
- I’m making coffee. It smells nice. I forgot to buy milk again.
- I’m looking for my keys.
- I’ve just left the apartment and I’m walking down the stairs.
- It’s colder than I expected. I should have worn a jacket.
- I’m a bit tired today.
თუ რომელიმე სიტყვა არ იცი, ნუ გაჩერდები. აღწერე ის სხვა სიტყვები ან უბრალოდ ჩაანაცვლე, მაგრამ ეცადე, წინადადების სტრუქტურა ინგლისური დარჩეს. შინაგანი მონოლოგი თავდაპირველად ძალდატანებულად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ კვირების განმავლობაში ავტომატურ ქმედებად გადაიქცევა. სწორედ ეს ავტომატურობა არის ინგლისურად ფიქრის საფუძველი.
ფოტო: ბექას სკოლა
დაგეგმე დღე ინგლისურად
დილით, სანამ მუშაობას დაიწყებ, ჩამოწერე (ან გონებაში გაიარე) დღის გეგმა ინგლისურად:
- I have a meeting at 10 AM.
- I should go to the gym after work.
- I must buy some groceries on my way home.
- I really need to finish that report.
ასევე შეგიძლია საღამოს გაიხსენო, რა გააკეთე და შეაჯამო დღე ინგლისურად:
- Today was a busy day. I had a few meetings.
- I had an English lesson.
ეს ავარჯიშებს ტვინს იმაში, რომ ყოველდღიური რუტინა ინგლისურთან დააკავშიროს.
გამოიყენე ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი
ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი. როცა ახალ სიტყვას სწავლობ, დიდი ცდუნებაა, რომ პირდაპირ ქართულ თარგმანს შეხედო. მაგრამ ამით შენ ხელს უშლი ტვინს, რომ პირდაპირი კავშირი დაამყაროს ცნებასა და ინგლისურ სიტყვას შორის — ქართული ენის, როგორც შუამავლის გარეშე. შემდეგ, როცა ინგლისური სიტყვა დაგჭირდება, ჯერ მისი ქართული შესატყვისი გახსენდება, რომელიც გონებაში უნდა თარგმნო ინგლისურად და შემდეგ გამოიყენო საუბარში. თუ გინდა, რომ ეს ჯაჭვი გაწყვიტო ქართულსა და ინგლისურს შორის და მიაჩვიო ტვინი ინგლისური სიტყვების ინგლისურადვე გახსენებას, უნდა გამოიყენო ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი.
ფოტო: ბექას სკოლ
მოიხმარე ისეთი ლექსიკონები, როგორებიცაა Oxford, Cambridge ან Merriam-Webster. როდესაც სიტყვის მნიშვნელობას ინგლისურად კითხულობ, ეს აიძულებს შენს ტვინს, დარჩეს ინგლისურენოვან სივრცეში. ეს გეხმარება, კარგად აღიქვა სიტყვის არსი და არა მხოლოდ მისი თარგმანი, კარგად დაინახო კონტექსტი, რომელშიც ეს სიტყვა გამოიყენება. განმარტებაში არსებული, დამატებითი სიტყვები, გეხმარება, აღიქვა რომელ სხვა სიტყვებს და ფრაზებს იყენებენ ადამიანები, როცა ამ თემაზე საუბრობენ. შედეგად, გივითარდება უნარი, რომ ნებისმიერი სიტყვის ახსნა შეძლო უფრო მარტივი ნაცნობი სიტყვებით. ეს უნარი ინგლისურად ფიქრის საფუძველია.
ისწავლე ფრაზები და არა ცალკეული სიტყვები
ინგლისურად ფიქრის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი არის ის, რომ ხშირად სიტყვებს ვსწავლობთ ცალე და შემდეგ საუბრის დროს ვცდილობთ წინადადებების აწყობას ნულიდან. თუმცა, ინგლისური ენა მდიდარია მზა ბლოკებით (chunks), რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ საუბრისას, რაც ფიქრის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
მაგალითად, თუ სწავლობ სიტყვა decision-ს ,იქვე აუცილებლად ისწავლე ფრაზა — make a decision. თუ სწავლობ სიტყვა ready-ს, აუცილებლად მიაქციე ყურადღება ფრაზებს — get ready, ready for something და ready to do something. ინგლისურ-ინგლისურ ლექსიკონებში ასეთი ფრაზები ყოველთვის გამუქებულია.
შეიქმენი ინგლისურენოვანი გარემო
თუ მთელი დღე ქართული ენა გესმის და ქართულად საუბრობ, შენს ტვინს გაუჭირდება ინგლისურზე გადართვა. შეეცადე, მაქსიმალურად შემოიყვანო ინგლისური შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში:
- უყურე ფილმებსა და სერიალებს ინგლისურად (სუბტიტრებით, მათ გარეშე).
- მოუსმინე ინგლისურ პოდკასტებს მანქანის მართვისას ან ავტობუსში.
- წაიკითხე მარტივი სტატიები ინგლისურად.
- გაეცანი ახალ ამბებს BBC-ზე ან CNN-ზე.
- გამოიწერე ინგლისურენოვანი არხები Youtube-სა და Tiktok-ზე.
- ესაუბრე ხელოვნურ ინტელექტს ინგლისურ ენაზე.
ფოტო: ბექას სკოლა
ინგლისურენოვანი გარემოს შექმნა ტვინს ეხმარება იმაში, რომ ინგლისური აღიქვას არა როგორც სასწავლო საგანი, არამედ კომუნიკაციის აუცილებელ ინსტრუმენტად. შედეგად, ტვინი ავტომატურად ერთვება ინგლისურენოვან რეჟიმზე.
დაიწყე სწავლა native speaker მასწავლებლებთან
ინგლისურად ფიქრის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზაა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებისთვისაც ეს ენა მშობლიურია. როდესაც შენი მასწავლებელი native speaker-ია, გიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა — აღარ გაქვს საშუალება, რთული აზრი ქართულად განმარტო. ეს გაიძულებს, გამოიყენო შენი არსებული რესურსი, იპოვო ალტერნატიული გზები და, საბოლოო ჯამში, დაიწყო ფიქრი პირდაპირ ინგლისურად.
ფოტო: ბექას სკოლა
სწორედ ამგვარ გარემოს გთავაზობს ინგლისური ენის ცენტრი — ბექას სკოლა. აქ გაქვს საშუალება ისწავლო პროფესიონალ მასწავლებლებთან ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. თუ გინდა დაინახო რეალური პროგრესი და ინგლისური შენი მეორე მშობლიური ენა”გახდეს, აუცილებლად გაეცანი ბექას სკოლის კურსებს.
იყავი თანმიმდევრული და მოთმინებით სავსე
ინგლისურად ფიქრი არ არის ის უნარი, რომელიც ერთ დღეში მოდის. ეს არის პროცესი და ის მოითხოვს რეგულარულ პრაქტიკასა და მოთმინებას. სჯობს ყოველდღე 10-15 წუთი ივარჯიშო, ვიდრე კვირაში ერთხელ რამდენიმე საათით ჩაუჯდე. დაიწყე პატარა ნაბიჯებით, იყავი თანმიმდევრული და ნელ-ნელა შენ თვითონვე შეამჩნევ, როგორ გახდება ინგლისური შენი ფიქრების ენა.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები