საბა ბრაჭველი: ეუთო მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის
იურისტი საბა ბრაჭველი ეუთოს 24 ქვეყნის მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ "ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) და ტარგეტირებული სანქციები".
ამას გარდა, "ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი [ეუთო] მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის".
"მოსკოვის მექანიზმი ეუთოს ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანის უფლებების სფეროში. სულ რამდენჯერმეა გამოყენებული იმ წევრი ქვეყნების მიმართ, სადაც ომი ან მასობრივი არეულობა არ მიმდინარეობდა. მექანიზმი ამუშავებისთვის სახელმწიფოს ნებაც კი არ არის აუცილებელი და ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტებს იყენებენ ანგარიშის მოსამზადებლად.
მოსკოვის მექანიზმი საქართველოს მიმართ 23-მა ქვეყანამ ერთდროულად აამოქმედა. ექსპერტების ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რეკომენდაციები კი ყველა იმ საკითხს შეეხება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წელიწადზე მეტია, ითხოვს: არჩევნების გაყალბების შესწავლის, კანონების გაუქმების, წამებების გამოძიების, უამრავი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, უსამართლო დაკავებებისა და მსჯავრდებების შეწყვეტის და ა.შ. შესახებ.
თუმცა ანგარიში მხოლოდ კობახიძის მთავრობის კეთილ ნებას არ ენდობა და საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, მაგალითად ისინი, როგორიცაა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC), საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ), ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) და ტარგეტირებული სანქციები.
ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ინსტრუმენტი (მით უფრო, ამხელა წონის მქონე), მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, განიხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის (აი, ჰააგას რომ ვუწოდებთ, იმას).
ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო", — წერს საბა ბრაჭველი.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები