კაია კალასი

2 Mar. 2026, 13:13

"ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში.

თუ რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ — ისეთის, რომლის ფორმირებაშიც მის ხალხს, შესაძლოა, მეტი თავისუფლება ჰქონდეს.

მე კავშირზე ვარ პარტნიორებთან, მათ შორის რეგიონის იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ირანის სამხედრო ქმედებების ძირითადი დარტყმა საკუთარ თავზე აიღეს, რათა ვიპოვოთ დეესკალაციისთვის საჭირო პრაქტიკული ნაბიჯები."

დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სხვადასხვა ობიექტზე კოორდინირებული ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. დონალდ ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის განადგურების განზრახვის შესახებ გამოაცხადა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო

გარდაცვლილი პრინცესა დიანას ძმამ, ჩარლზ სპენსერმა, მემუარებში აღნიშნა, რომ მეფე ჩარლზმა დაიანას გარდაცვალებიდან…