ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედი"დიდი ბრიტანეთის მიერ მათ სანქცირებას ეხმაურება. იმედი წერს, რომ მათთვის "ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს და ტელეკომპანია "იმედისთვის" ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა".
"როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია "იმედისთვის" სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია "იმედი" ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია "იმედს" უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს.
ტელეკომპანია "იმედისთვის" ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის (EU Exit) სანქციების რეგულაციების ფარგლებში, სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა.
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ჰოვიკ აბრამიანის ძმა დააკავეს
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში? სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
კომენტარები