10 ქართველი ჯუდოკა მედლებისთვის ბრძოლაში — პარიზის გრანდ სლემი იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ჯუდოკებს. საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
7-8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრების 10 ჯუდოკა. ჩვენი წლევანდელი შემადგენლობიდან, ტურნირი მხოლოდ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, ლაშა შავდათუაშვილს აქვს მოგებული (2022 და 2023 წლებში).
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანისა და მისი შტაბის გადაწყვეტილებით, -60 კგ-ში წარმომადგენელი არ გვეყოლება. ასევე, ტურნირზე ქალი ჯუდოკებიც არ იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-66 კგ — ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური;
-73 კგ — ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე;
-81 კგ — ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე;
-90 კგ — ლუკა მაისურაძე;
-100 კგ — ნიკოლოზ ხარაზიშვილი;
+100 კგ — საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
-66 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე გიგაური დაიცავენ. ორივე მათგანი ტურნირზე ასპარეზობას პირველი წრიდან დაიწყებს. მარგველაშვილს პარიზის გრანდ სლემზე უკვე 4 მედალი აქვს მოპოვებული (1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო) და პირადი კოლექციის ოქროს მედლით შევსებას შეეცდება. თორნიკე გიგაური კი 19 წლის სპორტსმენია, რომელიც ლიმაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე (ახალგაზრდებს შორის) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, -73 კგ წონით კატეგორიაში ცვლილება მოხდა: გიორგი ტერაშვილი გიორგი ჩიხელიძემ ჩაანაცვლა, რომელიც 2024 წლის პარიზის გრანდ სლემის ფინალისტია. ამავე წონაში ქართული ჯუდოს ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილიც იჭიდავებს, რომელსაც ტატამზე მეორე წრეში ვიხილავთ.
-81 კგ-ში ჩვენი ნაკრების ღირსებას ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე დაიცავენ. დვალაშვილი თბილისის გრანდ სლემის (2025) მონაწილეა, სადაც მან მე-3 ადგილი დაიკავა. კოტე კაპანაძე კი ახალგაზრდებს შორის (U23) ევროპის ჩემპიონია, პარიზში გასამართი ტურნირი კი მის კარიერაში მე-2 გრანდ სლემი იქნება: გასული წლის მაისში, მან დუშანბეში იჭიდავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საინტერესო იქნება, თუ როგორ იჭიდავებს პარიზის დედაქალაქში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე, რომელიც -90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ბოლოს იგი ტატამიზე 2025 წლის ნოემბერში, ზაგრების გრანდ სლემზე ვიხილეთ, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-100 კგ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი, ნიკოლოზ ხარაზიშვილი იასპარეზებს. მძიმე წონაში (+100 კგ) კი საბა ინანეიშვილსა და ირაკლი დემეტრაშვილს ვიხილავთ. ინანეიშვილმა პარიზში გასულ წელსაც იჭიდავა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა, დემეტრაშვილი კი ამ ტურნირზე პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.
ტურნირის განრიგი
- 7 თებერვალი | -60, -66 და -73კგ. (დასაწყისის დრო ჯერ უცნობია, ფინალური ბლოკი —20:00);
- 8 თებერვალი | -81, -90, -100, +100 კგ. (დასაწყისი - 11:00; ფინალური ბლოკი — 20:00).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვა — ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს კი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ბანკი — ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები