"შეუძლია ჩამოვიდნენ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები" — მაკა ბოჭორიშვილი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე
"თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები," — ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ეუთოს 24 ქვეყნის მიერ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა.
"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრობა, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე უნდა მუშაობდეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი, როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.
საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის და ძირითადად ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩვენ ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გამოყენება ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ, დღეს ვხედავთ მცდელობებს ეუთოს გამოყენებისა. მე მქონდა ამაზე საუბარი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს მცდელობა", — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, ეუთოსთან თანამშრომლობისთვის, "შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები".
"ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. და თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები. რამდენად ობიექტური იქნებიან ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე,"— განაცხადა "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს 24 ქვეყნის მმიერ საქართველოში "მოსკოვის მექანიძმის" ამოქმედებაზე.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მისიის შესაქმნელად, ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 30 იანვარს გაააქტიურა.
- სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
- ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
- შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
- თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
- სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები