შალვა პაპუაშვილი: უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტული გამოვლინებების მოწესრიგება
3 თებერვალს ოცნების პარლამენტში გრანტების კანონპროექტის განხილვისას "ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, შესაძლებელია თუ არა სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება.
შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას — ეს საკანონმდებლო ინიციატივაა, თუ იდეის დონეზე განიხილება?
მისი თქმით, ერთ-ერთი იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული და რომელზეც, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, არის ის, რომ თავისი სახელი დაერქვას ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს და ამის საილუსტრაციოდ გერმანიის მაგალითი მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, "იდენტური ვითარებაა". პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "იქ ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე" და "უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ექსტრემისტულ გამოვლინებების მოწესრიგება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ".
"ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები ეს არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის, ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ამიტომ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ხდება პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ვაწესრიგებთ. ერთ-ერთი იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული და რომელზეც, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, არის ის, რომ თავისი სახელი დაერქვას ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს. ამ მხრივ მაგალითი გვაქვს გერმანიის შემთხვევაში, სადაც, ერთი-ერთში ფაქტობრივად, იდენტური ვითარებაა. შეგახსენებთ, რასთან გვაქვს საქმე. ეგრეთ წოდებულ რაიხსბიურგერების მოძრაობას 20 000 მიმდევარი ჰყავდა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა და, თუ არ ვცდები, ოთხი კაცი დაიჭირეს, მათ შორის ხელმძღვანელი.
რა ხდებოდა იქ, რა არის ბრალდებები ამ მოძრაობის მიმართ? ბრალდება არის ის, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს. იქ ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე. კარგია, რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა გვახსოვს კადრები, როდესაც მასთან მიდიოდნენ ელჩები და პრეზიდენტის შტანდარტი ედგა თვითმარქვია პრეზიდენტს. ასე რომ, იქ არის მეფე, პრინციპში, ალბათ აქაც პრინციპში მეფობა სურს, სავარაუდოდ. გერმანიაშიც იყო ეკონომიკური, საფინანსო სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოქმედება და მოწოდება, რომ გადასახადების არგადახდისკენ და საქართველოსიც გვესმოდა მოწოდება, არ გადაიხადოთ გადასახადები. პარალელური სტრუქტურები – გერმანიაში იქმნებოდა რაღაც დარბაზები, აქაც ცდილობდნენ პარალელური პარლამენტის, დარბაზების შექმნას; ძალადობა და მუქარა გერმანიაში მოსამართლეების, პოლიციელების, საჯარო მოხელეების მიმართ. საქართველოშიც ხომ არ გვახსენდება მუქარა მოსამართლეების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების მიმართ?
იმის თქმა მინდა, რომ თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპაში, ამერიკაში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ყველა სახელმწიფო ებრძვის ამას. შესაბამისად, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება, ექსტრემისტულ გამოვლინებების, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგულაცია, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან, მოწოდებასთან, კონსტიტუციურ საბოტაჟთან დაკავშირებით. ეს არის სისტემა, რომელიც ეყრდნობა თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დემოკრატია, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება ეს მიდგომები. ვნახოთ, ამაზე ვმსჯელობთ.
...ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, მიმდინარეობას, მიმართულებას, რომლის მიზანია, რომ საზოგადოების ნაწილი ან მათი მომხრეების ნაწილი ან მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, ეს იდეოლოგია ჩაუნერგონ, ისევე როგორც გერმანიაში უნერგავდნენ ამ იდეოლოგიას. ამ ექსტრემიზმის მხარდაჭერამ მიიყვანა ეს ხალხი 4 ოქტომბრამდე, რომ არ არსებობს პრეზიდენტი. ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავისი ლეგიტიმაცია სასახლიდან წაიღო, მან თქვა, რომ სინამდვილეში პრეზიდენტი არ არსებობს და შეიძლება თავს დაეხა პრეზიდენტის რეზიდენციას.
...ეს იდეა ვნახოთ რა ფორმით იქნება, რას გადაწყვეტს საბოლოო ჯამში პარლამენტში. იდეის მიზანი არის კონსტიტუციური წყობის და დემოკრატიის დაცვა, თავდაცვითი დემოკრატია გულისხმობს, რომ დემოკრატიამ უნდა დაიცვას თავი ექსტრემიზმისგან და მათგან ვინც ცდილობს, რომ გააუქმოს დემოკრატია.
მისი თქმით, მათი სამიზნეა "კონსტიტუციის და დემოკრატიის დაცვა, ვინც არღვევს ამ პრინციპებს იმას მიემართება ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურება კონსტიტუციური წესრიგის დაცვა".
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გერმანიის მაგალითი არის უკიდურესად მემარჯვენე და არარელევანტური შედარება და აქ ოცნების ლეგიტიმაციის არ აღიარებაზეა საუბარი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "აქ მთავარი საკითხია არა მათი, არამედ სახელმწიფოს, კონსტიტუციური არ აღიარება, არ ცნობა და მისი ამოცანა არის მათი მომხრეების რადიკალიზება".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები